geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:37
Volkswagen-მა ელექტრო მიკროავტობუსის კონცეფცია წარადგინა
2017-01-11 10:00:13
+
-

Volkswagen-მა დეტროიტის ავტო შოუზე ელექტრო მიკროავტობუსი, ID Buzz-ი წარადგინა, რომელსაც გერმანული ავტომწარმოებელი ბაზარზე გასაყიდად 2020 წლიდან გამოიტანს.


კომპანიის მიზანს 2025 წლისთვის 1 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვა წარმოადგენს. „ელექტრომობილები Volkswagen-ის ახალ ნიშად იქცევა," აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

ID Buzz-ს დატენვის შემდეგ 434.5 კილომეტრის გავლა შეეძლება. ავტომობილში ორი ელექტრო ძრავია მოთავსებული (ერთი წინ და ერთი უკან), რომლებიც 369 ცხენისძალითაა აღჭურვილი.

 

Volkswagen-ის მიკროავტობუსები ყოველთვის იმით იყო ცნობილი, რომ მათ სიჩქარის განვთარება სწრაფად არ შეეძლოთ. ID Buzz-ს კი 100 კმ/სთ-ის განვითარება სულ რაღაც 5 წამში შეუძლია, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 160 კმ/სთ წარმოადგენს.

 

რაც შეეხება ID Buzz-ის ეტიმოლოგიას - კომპანიის განცხადებით, Buzz სიტყვა Bus-ის (ავტობუსი) ინტერპრეტაციაა, ხოლო ID კი იდეასა და იდენტობას გამოხატავს.

 

Volkswagen-ი ელექტრომობილების წარმოებაზე მას შემდეგ გადაერთო, რაც 2015 წლის სექტემბერში დიდ სკანდალში გაეხვა: როგორც გაირკვა, Volkswagen-ი დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების საწვავის ტესტს აყალბებდა, ავტომობილები კი გარემოს იმაზე მეტად აბინძურებდნენ, ვიდრე ამას ტესტის შედეგები აჩვენებდა.

 

 

ავტორი: CNNMoney