geo eng rus
ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017. 05:37
Alibaba-ს დამფუძნებელი ტრამპს 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება
2017-01-11 10:00:53
+
-

აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა, დონალდ ტრამპს აშშ-ში 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება. Alibaba-ს საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის, ბრაიონ ტინგლერის განცხადებით, ამერიკაში არსებული 1 მილიონი მცირე მეწარმე თავის საქონელს Alibaba-ს პლატფორმაზე განათავსებს, რომლის პოტენციური მყიდველიც ჩინელი და აზიელი აუდიტორია იქნება.

 


ტრამპმა ჯეკ მასათვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეწარმე უწოდა. „ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, მე და ჯეკი ბევრ საქმეს გავაკეთებთ. შეიქმნება სამუშაო ადგილები. იგივე მდგომარეობაა Fiat-თან დაკავშირებითაც, რომელიც მიჩიგანში დიდ ქარხანას ააშენებს. მე მიყვარს ჩინეთი და მიყვარს ამერიკა," განაცხადა ტრამპმა.

 


სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებთან შედარებით ჯეკ მას ტრამპთან გაცილებით კარგი ურთიერთობა აქვს. „ტრამპი ჭკვიანი კაცია და იგი არასოდეს უარყოფს ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს," აღნიშნა მამ.

 

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ Alibaba-ს აქციები 1.5%-ით გაიზარდა.

 

CNNMoney-ის მიხედვით კი, ჯეკ მას დანაპირები რეალობასთან შორს დგას: ჯეკ მა ქარხნების აშენებას არ გეგმავს და არც დიდი ინვესტიცია შეაქვს ამერიკულ ბაზარზე. სხვა სიტყვებით, ჯეკ მა დამდვილად არ გასცემს იმის პირობას, რასაც ექსპერტები და ეკონომისტები სამუშაო ადგილის შექმნას უწოდებენ. იგი საუბრობს მხოლოდ იმ სავაჭრო სტიმულირებაზე, რაც დაეხმარება ერთ მილიონ ამერიკულ მცირე ბიზნესს, გაყიდოს საქონელი ჩინელ და აზიელ მომხმარებელზე.

 

China Market Research Group-ის დირექტორის, ბენ კავენდერის განცხადებით, ტრამპსა და ჯეკ მას შორის მოლაპარაკება სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველს არ იძლევა.

 

 

ავტორი: CNNMoney