geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 05:53
Goldman Sachs: $1მალე €1-ს გაუთანაბრდება
2017-01-10 13:00:07
+
-

დოლარის კურსი 2017 წელს ევროს გაუთანაბრდება, რასაც ხელს ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი უწყობს. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის მთავარი ფინანსისტის, იან ჰაციუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

ჰაციუსის მიხედვით, FED-მა საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს: ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. „მთავარი მამოძრავებელი ძალა არა დევალვაცია, არამედ საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული რეალური სხვაობაა," აღნიშნა ჰაციუსმა.

 

 

ჰაციუსის აზრს იზიარებს Oxford Economics-ის წამყვანი სპეციალისტი ეკონომიკის დარგში, ადამ სლეტერი. მისი განცხადებით, პარიტეტი 2017 წლის ბოლოს მიღწეული იქნება. სხვა ანალიტიკოსების განცხადებით კი ეს შეიძლება უფრო მალე მოხდეს. სლეტერის თქმით, ვალუტის ცვლილებაზე გავლენას ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს განხორციელებული განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა ახდენს.

 

 

ბოლოს დოლარსა და ევროს შორის პარიტეტი 14 წლის წინ, 2002 წელს შედგა.

 

 

ავტორი: CNBC