geo eng rus
კვირა, 22 იანვარი, 2017. 08:13
მსოფლიო ეკონომიკა სიგარეტის მოხმარებაზე 1 ტრილიონ დოლარს კარგავს
2017-01-10 12:21:57
+
-

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, თამბაქოს მოხმარება მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში 1 ტრლნ დოლარზე მეტი უჯდება. ასეთია ორგანიზაციის და აშშ-ს ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები - იუწყება Reuters.

 

„თამბაქოს მოხმარების გამო ხარჯები ჯანდაცვაზე აღემატები 1 ტრლნ. დოლარს. 2030 წლისთვის მოწევით გამოწვეული დაავადებების გამო სიკვდილიანობა მოიმატებს 1/3–ით - წლიურად 6 დან 8 მილიონ ადამიანამდე" - ნათქვამია მოხსენებაში. სავარაუდოდ, ამ შემთხვევათა 80% დაფიქსირდება ღარიბ ქვეყნებში.

 

კვლევამ აჩვენა რომ მსოფლიოში მწეველთა პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა რაოდენობა მაინც გაიზარდა - მოსახლოების ზრდის ხარჯზე.

 

"ეკონომიკური ხარჯები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს თამბაქოს მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემცირების ინსტრუმენტები გააჩნია, მათი ეფექტურად გამოყენება არ ხდება. მთავრობების შიში, რომ თამბაქოს კონტროლს შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე, არ არის გამართლებული მტკიცებულებით", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის კიბოს ეროვნული ცენტრის ერთობლივ ანგარიშში.