geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:25
„საქართველოს შესახებ ანკარა პოზიციებს არ გადახედავს“
2017-01-10 09:45:24
+
-

რუსეთთან დიალოგი მრავალი კონფლიქტის დარეგულირების საშუალებას იძლევა. სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ელჩების მე-9 კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს ანკარას პოზიციის გადახედვას უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა მინისტრმა.

 

მანვე ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ერთად სირიის საკითხზე ურთიერთქმედებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ სირიაში მშვიდობა იყოს და ანკარა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ზავი დამყარდეს.

 

ამერიკასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მომავალში აღარ გაიმეორებს ადრე დაშვებულ მთელ რიგ შეცდომებს. პირველ რიგში კი, მისი თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას განახორციელებს.

 

ევროკავშირთან დაკავშირებით კი საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარის მონაწილეობის გარეშე ევროკავშირის ნებისმიერი ნაბიჯი არასრული იქნება.

 

„ინტერპრესნიუსი“