geo eng rus
პარასკევი, 28 აპრილი, 2017. 06:06
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია NexiaTA-მ 2016 წელი შეაჯამა
2017-01-10 10:00:04
+
-

2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia International-ის ქართული წარმომადგენლობისთვის. სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს შორის, აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია ორჯერ გაიზარდა.


გასულ წელს Nexia TA-ს წარმატებული აუდიტორული კომპანია „მ&მ აუდიტი" და მისი მმართველი პარტნიორი მალხაზ უჯმაჯურიძე შეუერთდა. ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა კომპანიის ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით Nexia TA ქვეყნის მასშტაბით უკვე ორ ოფისსა და 70 -მდე თანამშრომელს აერთიანებს.


წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ნექსია აკადემია (Nexia Academy), რომელიც კომპანია Nexia TA-ს ბაზაზე შეიქმნა. აკადემია, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგებს, სემინარებსა და სალექციო კურსებს, როგორც ფინანსური ასევე ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. Nexia Academy-ის დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენს, ფინანსების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, დაგროვილი საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ფინანსების მიმართულებით კანონში შესული ცვლილებების ღრმა ანალიზი და ადექვატური გააზრება.Nexia Academy-ში ტრენინგებს უძღვებიან, როგორც კომპანია Nexia TA-ს მენეჯერები, ასევე მოწვეული პროფესიონალები კერძო და საჯარო სექტორიდან.


2016 წელს Nexia International-მა განახორციელა გლობალური რებრენდინგი. შესაბამისად 2017 წელსNexia TA განახლებული ბრენდით შეხვდა. ლოგოს, ვებგვერდის, ბრენდული მასალის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა სლოგანი. ახალი სლოგანი "closer to you" ხაზს უსვამს კომპანია ნექსიას მუშაობის სტრატეგიას და კლიენტთან კიდევ უფრო ახლოს დგომას გულისხმობს. გამომდინარე აქედან კარგად იკვეთება კომპანიის მთავარი ღირებულება, მისი ინტერესების მაქსიმალური დაცვით გაუწიოს კლიენტს მაღალი დონის მომსახურება.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს Nexia TA-ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლება. (სარეგისტრაციო ნომერი SARAS-F-550338). საზოგადოებრივი დაინტერესების პირები არიან ის ორგანიზაციები, რომლებშიც საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ასეთია: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვეო კომპანიები და სხვა.


Nexia მსოფლიოს საუკეთესო აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. Nexia TA განაგრძობს ზრდასა და განვითარებას და მზად არის 2017 წლის, ახალი გამოწვევებისთვის.


„საბოლოო ჯამში გასულ წელს ვაფასებ, როგორც წარმატების და წინსვლის წელს ჩვენი კომპანიისთვის. ცხადია არ ვაპირებთ გაჩერებას და კიდევ უფრო დიდი შემართებით ვიწყებთ ახალ 2017 წელს. გვაქვს მოქმედების და განვითარების სტრატეგია, რომელსაც მივყვებით და როგორც ზემოთ აღნიშნულიდანაც კარგად ჩანს, წინ მივიწევთ. ვფიქრობ, რომ 2016 წელს განხორციელებული ძირეული ცვლილებები, როგორიც იყო რებრენდინგი, გაფართოება, თუ სხვადასხვა მასშტაბური შეხვედრების გამართვა ბიზნეს სექტორთან, საფუძველს ჩაუყრის მომავალ წელს ნექსიას კიდევ უფრო დიდ წარმატებას."


ნექსიას მმართველი პარტნიორი -დავით ლომიძე