geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:34
ლარის გაუფასურების გამო ფრანგული ბრენდი DAVID JONES-ი საქართველოს ტოვებს
2017-01-09 14:30:10
+
-

ლარის გაუფასურებამ ფრანგული ჩანთების ბრენდ David jones -ს ბაზარი დაატოვებინა. ამ ეტაპზე პეკინზე მდებარე მაღაზიაში ლიკვიდაციაა გამოცხადებული. კომპანიის ხელმძღვანელი სოსო სვიანაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიზეზი არის ლარის კურსი. „ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ლარი უფასურდება, ჩვენი კომპანია ზარალს განიცდის. თავის დროზე ბიზნეს-გეგმა 1.67 იან კურსზე დავგეგმეთ და 2.0 ზე ასული ლარიც კი პრობლემა იყო ჩვენთვის, დღეს კი კურსი გაცილებით მაღალია. „ აცხადებს სვიანაძე

 

მისივე თქმით, კომპანია 8 წელი ოპერირებდა ბაზარზე ,  8 ფილიალით იყო წარმოდგენილი  100 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, თუმცა ვალუტის გაუფასურების ფონზე დაიწყეს მაღაზიების დახურვა , ერთადერთი ფილიალი პეკინზე შეინარჩუნეს, რომელსაც კომპანია საკუთარი სახსრებით ინახავდა. სვიანაძის თქმითვე, ყოველთვიურად კომპანიას 50-60 ათასი ლარის ზარალს განიცდიდა.


სოსო სვიანაძის განმარტებითვე, დღეს იმპორტიორები განსაკუთრებით მათ, ვისაც ევროპიდან შემოაქვს პროდუქცია დიდ ზარალს განიცდიან, რასაც ემატება ობიექტის ქირის საფასური, რომელიც ასევე დოლარშია დაფიქისრებული. „ კურსის ცვლილების გამო გაიზარდა გადასახდელი თანხების რაოდენობა, ნავაჭრი შემცირდა. ჩვენ მაინც იმედი გქვონდა, რომ ლარის დასტაბილურებას დაიწყებდა, თუმცა დღეს სულ სხვა მდგომარეობაა" – ამბობს სვიანაძე.

 

David Jones-ი ფრანგული ბრენდია, რომელიც ხელოვნური ტყავის ქალის ჩანთებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანიას ფილიალები 40 ქვეყანაში აქვს.   David Jones-ის ჩანთების ფასი ყველა ქვეყანაში ერთნაირია. საფრანგეთში მისი ფასი 12-დან 40 ევრომდეა.


 

ავტორი: სალომე სოსელია