geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:34
WhatsApp-მა მოძველებულ მოწყობილობებზე მომსახურება შეწყვიტა
2017-01-08 14:16:09
+
-

WhatsApp-მა მოძველებულ მოწყობილობებზე მომსახურება შეწყვიტა. Facebook-მა, რომელიც ამჟამად ცნობილი სერვისის მფლობელია განაცხადა, რომ რიგ პლატფორმებს განვითარება აღარ შეუძლია და მომსახურების შეჩერება შესაძლოა მიმდინარე წლის ივლისამდეც კი გაგრძელდეს.

 

WhatsApp-ის მესენჯერზე წვდომა iPhone 3GS-ის, Windows Phone 7-ის და იმ სმარტფონების მომხმარებლებს შეეზღუდებათ, რომელთა მოწყობილობებიც ანდროიდის 2.1 და 2.2 ვერსიების ოპერაციულ სისტემებებზე მუშაობს.

 

მესენჯერის მხარდაჭერა Blackberry OS-ის, Blackberry 10-ის, Nokia S40-ისა და Nokia Symbian S60-ის პლატფორმებზე მხოლოდ 2017 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

 

''WhatsApp 2009 წელს დაარსდა და საიუბილეო თარიღები ისტორიის გადახედვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. მაშინ მობილური მოწყობილობები დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ჩვენთვის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, თუმცა იგი აუცილებელი იყო, რადგან ჩვენი მიზანია ადამიანები თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს WhatsApp-ის უფრო ეფექტური საშუალებებით დაუკავშირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობები ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მათ არ შეუძლიათ იმ სიახლეების დაძლევა, რომლებიც ჩვენს პროგრამაში იქნება შემუშავებული. ჩვენ მომხმარებელს განახლებულ ვერსიაზე გადასვლას ვურჩევთ,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

"ბიზნესკონტრაქტი"