geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:34
Huawei-ს ბაზარზე Apple-ის და Samsung-ის დამარცხება სურს
2017-01-06 21:00:28
+
-


Apple-ის მორიგი გამოწვევა: სმარფონების ჩინურმა მწარმოებელმა Huawei-მ ახალი Mate 9 ამერიკულ ბაზარზე წარადგინა. სმარტფონის შეძენა მომხმარებელს Amazon-სა და Best Buy-ზე $599.99-ად შეუძლია.

 


Huawei Technologies Consumer Business Group-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ იუს განცხადებით, Huawei-ს მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე მეორე ადგილზე გადანაცვლება შეეძლება. „ჩვენს ამბიციას არასოდეს ვმალავთ და გვაქვს ხედვა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონს ვქმნით," განაცხადა იუმ.

 

Huawei-მ მესამე კალენდარულ კვარტალში 33.6 მილიონი სმარტფონი გაყიდა. მასზე მეტი გაყიდული სმარტფონი მხოლოდ Apple-სა (45.5 მილიონი) და Samsung-ს (72.5 მილიონი) აქვთ. Huawei-ს ახალ სამიზნეს ამჯერად Apple-ის უდიდესი ბაზარი, ამერიკა წარმოადგენს.

 

ლას-ვეგასში გამართულ შეხვედრაზე, თავის გამოსვლაში იუმ Apple-ი არაერთხელ მოიხსენია. მისი თქმით, Mate 9 iPhone 7-ზე უფრო თხელი და ხელმისაწვდომია, უფრო დიდხანს ძლებს ელემენტი და გაცილებით სწრაფადაც იტენება.

 

Huawei დიდ ყურადღებას კვლევებსა და განვითარებას უთმობს. იუს თქმით, კომპანია ინვესტიციას საკუთარი ჩიპებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დებს. „ჩვენს კომპანიას, სხვებისგან განსხვავებით, განსხვავებული მენეჯმენტის სტილი აქვს, რასაც ჩვენ კოლექტიურ სიბრძნეს ვუწოდებთ," აღნიშნა იუმ.

 

თავის მხრივ, დიდი გეგმები Apple-სა და Samsung-საც აქვთ. Apple-ი iPhone-ის 10 წლისთავს აღნიშნავს, რაც გაყიდვების სტიმულირებისა და გაზრდის შანსია, ხოლო Samsung-ი კი Note 7-ის კრიზისის შემდეგ რეპუტაციის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.

 

 

ავტორი: cnbc