geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 02:43
ქურთუკების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია „ატა" კონკურენციის გაწევას იმპორტირებული პროდუქციისთვის გეგმავს
2017-01-08 10:00:26
+
-

ქურთუკების და სათხილამურო აღჭურვილობის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია „ატა" კონკურენციის გაწევას იმპორტირებული პროდუქციისთვის გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული კომპანია საწყის ეტაპზე 3 დან 15 წლამდე ბავშვებისთვის ქურთუკებს და წყალგაუმტარ შარვლებს აწარმოებს. ქურთუკების საცალო ფასი 39 ლარიდან იწყება.

 


კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი ხარისხით ევროპულს არ ჩამოუვარდება და წარმოებისას საჭირო სტანდარტები 100%-ით არის დაცული - ტანსაცმელი არის წყალგაუმტარი და რაც მთავარია, ჯანმრთელი (ჰაერგამტარი).


მათივე განცხადებით, კომპანია „ატა" აქტიურად თანამშრომლობს ჰიპერმარკეტ Carrefour-თან, სადაც პროდუქცია 2016 წლის დეკემბრიდან აქტიურად იყიდება.



კითხვაზე, მიდის თუ არა მოლაპარაკებები სხვა ქსელში პროდუქუციის შეტანასთან დაკავშირებით, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ამ დროისთვის შორეული პერსპექტივაა. „ჯერჯერობით ეს ახალი ბრენდია და წარმოების ლიმიტირებული შესაძლებლობები აქვს. მას შემდეგ რაც საწარმო გაფართოვდება, სხვა ქსელებთან მოლაპარაკბები აქტიურად დაიწყება" -აცახდებენ კომპანიაში.

 


სამომავლოდ დაგეგმილია ტექსტილის წარმოებაც, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია საწარმოს გაფართოებაც. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ უკვე გამოუშვა სათხილამურო აღჭურვილობა, რომელიც ბაზარზე 11 იანვრიდან გამოვა.

 

მათივე განცხადებით, კომპანია „ატა" ბაზარზე სპეც. ტანსაცმლის ხაზის გააქტიურებასაც გეგმავს. კერძოდ, მათი თქმით, ასეთი ტიპის ტანსაცმელი საქართველოში ძირითადად იმპორტით შემოდის. კომპანია „ატამ" ასეთი ტიპის შეკვეთა უკვე შეასრულა. მათ შორის იყო დაცვის პოლიცია.

 


კომპანია „ატა" არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმო საქართველოში" დაინტერესდეს .

 

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი