geo eng rus
პარასკევი, 28 აპრილი, 2017. 06:08
ლარი წელს უკვე 9 პუნქტით გაუფასურდა – ერთი დოლარი 2,7303 ლარი გახდა
2017-01-05 16:50:13
+
-

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. ახალი წლის შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსი უკვე 9 პუნქტით დაეცა. თუ 1–ელ იანვარს ერთი დოლარი 2,6468 ლარი ღირდა, დღეს სებ–ის მიერ დადგენილი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2,7303 ლარს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ლარმა გაუფასურება 3 იანვრიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც Bloomberg–ის სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა განახლდა. დღესაც ვაჭრობა 2,6900 ნიშნულიდან დაიწყო, ოფიციალური კურსის გამოცხადების მომენტისთვის კი ერთი დოლარი 2,7338 ლარად ივაჭრებოდა.