geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 06:00
ჩინეთი განახლებად ენერგიაში 360 მლრდ. დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
2017-01-09 10:00:45
+
-

2020 წლამდე ჩინეთი განახლებად ენერგეტიკაში 2, 5 ტრლნ. იუანს, ანუ, 361 მლრდ. დოლარს ჩადებს - წერს სააგენტო Reuters–ი ჩინეთის ენერგეტიკის სახელმწიფო სამმართველოზე დაყრდნობით. იგეგმება ამ დარგში 13 მლნ. სამუშაო ადგოლის შექმნა და განახლებადი ენერგიის წილის მთლიან ენერგობალანსში გაზრდა 15%-მდე, რაც უტოლდებმა 580 მლნ. ტონა ნახშირს.

 

 

სავარაუდოდ, უკვე 3 წლის შემდეგ განახლებად წყაროების, ასევე ატომური და ჰიდროელექტროენერგიის წილი ჩინეთის მთლიან ენერგობალანსში 50%-ს მიაღწევს.

 

 

2016 წელს ჩინელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი იწყებს ნახშირის მოპოვების და გამოყენების. ეს აიხსნება 3 მიზეზით - ეკონომიკური ზდრის ტემპების შემცირებით, ნახშირმოპოვების ვარდნით და წიაღისეულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების სახელმწიფო პოლიტიკით.

 

 

ამჟამად ჩინეთი არის მსოფლიოში მე-3 ადგილეზე აშშ-ს და რუსეთის შემდეგ ნახშირის მოპოვებასა და გამოყენებაში. სწორებ ნახშირზე ორიენტაციამ მისცა ჩინეთს სამრეწველო რევოლუციის მოხდენის საშუალება, თუმცა, ამ ეტაპზე ეკოლოგიური საფრთხეები აიძულებს ქვეყანას ნახშირზე ეტაპობრივად უარის თქმას.
ჩინეთი, როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა, გადადის ნახშირის, მზის, ქარის, ატომურ და ჰიდრო ენერგიაზე.