geo eng rus
პარასკევი, 28 აპრილი, 2017. 06:06
Volvo-მ შვედურ ბაზარზე პოზიცია 1962 წლის შემდეგ პირველად დაკარგა
2017-01-10 10:00:36
+
-

პირველად 44 წლის განმავლობაში, Volvo-მ შვედეთში ყველაზე ხშირად გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი დაკარგა. შვედეთის საავტომობილო ასოციაციის ინფორმაციით, 2016 წელს შვედეთში ყველაზე ხშირად Volkswagen Golf-ი იყიდებოდა.

 


Volvo V70-ის, V90-ის და S90-ის გაყიდვები 2016 წელს 25%-ით, 21,321 ავტომობილამდე შემცირდა. შვედეთის საავტომობილო ასოციაციის ხელმძღვანელის, ბერტილ მოლდენის თქმით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ Volvo-მ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე პოპულარული ავტომობილის, V70-ის წარმოება შეწყვიტა და უფრო ძვირადღირებულ V90-ზე გადავიდა.

 

Volvo ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედური ბრენდია. 2015 წელს Volvo-მ ახალი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, სადაც ყურადღება ძირითადად მის შვედურ წარმომავლობაზე კეთდებოდა. სარეკლამო კამპანიის სახედ ცნობილი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნა არჩეული, ხოლო სლოგანი კი ასე ჟღერს: „დამზადებულია შვედეთში."

 

 

ავტორი: CNNMoney