geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 02:45
2016 წელს Tesla-მ თავის მიზანს ვერ მიაღწია
2017-01-06 10:00:32
+
-

2016 წელს ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ 76,230 ავტომობილი გაყიდა - დაახლოებით 25,000-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2016 წლისთვის კომპანიას 80,000 ავტომობილის გაყიდვა ჰქონდა მიზნად დასახული.

 


ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რამდენიმე საათში კომპანიის აქციები 2%-ით შემცირდა. „უკანასკნელ კვარტალში მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა ცოტა დაგვაკლდა," აღნიშნული იყო კომპანიის განცხადებაში.

 

Tesla-ს დამფუძნებლის ელონ მასკის განცხადებით, კომპანიის ყველა მოდელი - Model S Model X და Model 3 თვითმავალი იქნება. ახალი ავტომობილი ურთულესი პროგრამული კომპლექსით იქნება აღჭურვილი, რომელიც მისცემს მფლობელს საშუალებას, გამოიყენოს საკუთარი მანქანა როგორც ტაქსი - გასცეს ბრძანება და A პუნქტიდან B პუნქტამდე უსაფრთხოდ გადაადგილდეს.

 

 

ავტორი: CNNMoney