geo eng rus
კვირა, 22 იანვარი, 2017. 08:22
შსს-ს თანამშრომლები კურორტებზე უსაფრთხოების პროექტში ჩაერთნენ
2017-01-03 17:38:05
+
-

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ.

 

 

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში დაიწყო, წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა.

 

 


ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს.

 

 

სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე გაიმართა.

 

 


ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.