geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:32
კახა კუჭავა - "თუ ქვეყანას ჰესების მშენებლობის რესურსი აქვს, მან ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას"
2017-01-04 10:20:35
+
-

„ეს წელი ისეთი პროექტებითა და მიმართულებებითაა დაანონსებული, რომელიც სწრაფ განვითარებასთან და ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია." - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ რადიო „კომერსანტის" საახალწლო ეთერში საუბრისას განაცხადა. კუჭავამ 2017 წლის გეგმებთან ერთად, გარემოს დაცვის თვალსაზრისით წელს განსახორციელებელ საკითხებზეც ისაუბრა.

 

"2016 წელი დავიწყე, როგორც ბიზნესმენმა და დავასრულე როგორც პარლამენტის წევრმა. წელს ქვეყანაში ყველაზე დიდი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო. არჩევნები პოლიოტიკური ნაწილია, თუმცა ბიზნესზე ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს. 2017 წლისთვის დიდი საფუძვლი ჩაეყარა იმას, რომ კერძო სექტორი ძალიან აქტიური იყოს. 2016 წელზე საუბრისას შეუძლებელია არ აღვნიშნოთ საბოლოოდ დასრულებული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც საქართველომ ნამდვილად უნდა იამაყოს. ჩვენ ძალიან მალე ოვროპაში უვიზოთ მიმოსვლას შევძლებთ, ამ კუთხით ყველა პროცესი გავიარეთ", - განაცხადა კუჭავამ რადიო "კომერსანტთან" საუბრისას.

 

რაც შეეხება 2017 წელს, დეპუტატის განცხადებით, ეს წელი ისეთი პროექტებითა და მიმართულებებითაა დაანონსებული, რომელიც სწრაფ განვითარებასთან და ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.

 

 

"ინფრასტრუქტურილი პროექტები დაწყებულია და წელს ძალიან დიდი მასშტაბებით უნდა გავაგრძელოთ. ეს პირდაპირ კავშირში იქნება არა მხოლოდ მეწარმეობის და ტურიზმის განვითარებასთან, არამედ საქართველოს სატრანსპორტო ჰაბის გაძლიერებასთან. ის მასშტაბები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ნამდვილად მიღწევადია და ამისათვის მთელი მთავრობა საკუთარი გეგმებითაა მობილიზებული", - აღნიშნა კუჭავამ. 

 

ამასთან, როგორც კუჭავამ აღნიშნა, წელს პარლამენტი მიიღებს ტყის კოდექსს, რომელიც ტყის  მართვის კუთხით თანამედროვე მიდგომებს შემოიღებს. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, დეპუტატის განცხადებით, "თუ ქვეყანას ჰესების მშენებლობის რესურსი აქვს, მან ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გარემოს დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ზოგადად არსებობს ჰესების შეფასების მეთოდები, რომლის მიხედვითაც ყველა მათგანი მშენებლობის დაწყებამდე ფასდება. იმედია, მივაღწევთ განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ელქეტროენერგიის გამომუშავების გამო ჰესის საჭიროება აღარ იქნება", - განაცხადა კუჭავამ.