geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:32
2017 წელს თბილისში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნება
2017-01-03 13:00:01
+
-

 

საქართველოში H&M -ის პირველი მაღაზია 2017 წლის განმავლობაში გაიხსნება. კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ელნაზ ბარარი „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში ადასტურებს, რომ პირველი მაღაზია წელს გაიხსნება. 

 

 

კომპანია წერს, რომ საერთაშორისო ბრენდმა H&M-მა , რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხით და საუკეთესო ფასებით, უკვე მოაწერა ხელი საქართველოში პირველი მაღაზიის გახსნის შესახებ შეთანხმებას. საქართველოს გარდა მაღაზიები გაიხსნება, კოლუმბიაში, ისლანდიასა და ყაზახეთში.

 

 

H&M-ი სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში" შედის, რომელიც 2017 წელს იხსენება. „გალერია თბილისის" მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. თანაინვესტირების ფონდმა გასული წლის აპრილში შენობა ჰოლანდიურ საინვესტიციო ჯგუფ „დორიფორისგან" (Doryphore Investment BV) შეისყიდა და მასში გეგმავს თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრის განთავსებას.

 

 

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება . სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება. უნივერმაღის ადგილას ახალი პროექტის განხორციელების შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს გაცხადდა, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტი შეჩერებული იყო.

 

 

ავტორები: სალომე სოსელია