geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 06:02
ვის ისურვებდა ამერიკელი მოსახლეობა მეზობლად?
2017-01-03 10:00:15
+
-


Zillow-ს რიგით მეათე გამოკითხვა, თუ რომელ ცნობილ ადამიანს ისურვებდა ამერიკელი მოსახლეობა მეზობლად, საინტერესო შედეგებს აქვეყნებს. ამერიკელები ყველაზე მეტად მეზობლად ობამას ოჯახს ისურვებდნენ, ხოლო მოზობლის ყველაზე ცუდ კანდიდატად მომღერალი ჯასტინ ბიბერი დასახელდა.

 


ობამას ოჯახმა გამოკითხულთა 14%-ის სიმპათია დაიმსახურა. საინტერესოა, რომ ობამებს მეზობლად ნებისმიერი ასაკის, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი ისურვებდა. მეორე ადგილზე მსახიობი დუეინ ჯონსონი გავიდა (13%), რომელიც არაერთ დიდ მდიდრულ სახლს ფლობს ამერიკაში. მესამე ადგილი კი სატელევიზიო შოუ Fixer Upper-ის ვარკსვლავმა ჯოანა გეინსმა დაიკავა (8%) და მხოლოდ 1%-ით გადაუსწრო ელენ დეჯენერესს.

 


გამოკითხულთა 28%-მა განაცხადა, რომ ცნობილი ადამიანის გვერდით ცხოვრება საერთოდ არ სურს.

 


როგორც აღვნიშნეთ, გამოკითხულთა 36%-მა მეზობლობის ყველაზე ცუდ კანდიდატად ჯასტინ ბიბერი მიიჩნია. შემდეგი პოზიციები რეალური შოუს ვარკსვლავებმა, რობ კარდაშანმა და ბლაკ ჩაინამ დაიკავეს (23%). მათ მოყვებიან ტომ კრუზი (7%), ტეილორ სვიფტი (4%) და ტომ ბრეიდი (3%).

 

 

ავტორი: Financial