geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:34
ანზორ ქოქოლაზე: შეფასების 5-ბალიანი სისტემით ხელისუფლებას 4-იანს დავუწერდი
2016-12-31 14:00:55
+
-

„2016 წელი არ იყო განვითარებაზე ორიენტირებული, წელს ვცდილობდით, რომ ოპტიმიზაცია მოგვეხდინა და იმ სირთულეებს მომზადებული შევხვედრილიყავით, რა სირთულეებიც ქვეყანაში არსებობდა", - ამის შესახებ განცხადება რადიო „კომერსანტის" საახალწლო ეთერში Technoboom-ის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ გააკეთა. 

 


„2016 წელი როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ რთული იყო იმ ფაქტების და გამოწვევების გამო, რაც რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ხდებოდა. ჩვენ ვცდილობდით დაგვეძლია ის სირთულეები, რაც არსებობდა. სიტუაციას ართულებდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება, სავალუტო შემოდინებების შემცირება, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახა ჩვენი კომპანიის გაყიდვებზე. მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით, გავმხდარიყავით უფრო ეფექტურები, უფრო უკეთესად გვეკეთებინა საქმე, რათა ეს სირთულეები გადაგველახა. 2016 წელი იყო არა უფრო განვითარებაზე ორიენტირებული, არამედ უფრო ოპტიმიზაციაზე", - განაცხადა ქოქოლაძემ.

 

 

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისთვის ხელშეწყობას, ქოქოლაძის განცხადებით, „თუ ფუნდამენტურ საკითხებს მივუდგებით, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ბიზნესთან მიმართებაში თანმიმდევრული იყო, რაც შესაძლებელი იყო, ვფიქრობ, რომ იმას აკეთებდა. შეფასების 5- ბალიანი სისტემით ხელისუფლებას 4-იანს დავუწერდი. ვფიქრობ, რომ მიმართულება სწორია და ბევრ ნაწილში შეიძლება ხარვეზები იყოს. იდეალურისგან შორს ვართ, მაგრამ ტენდენციები ვფიქრობ, რომ სწორად იყო დასმული და მიმაჩნია, ამ მხრივ რაიმე დამატებითი გართულება ხელისფლების მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში არ ყოფილა. პირიქით, იყო უფრო პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ ვისურვებდი, რომ უკეთესს", - აღნიშნა ქოქოლაძემ.

 

 

Technoboom-ის დამფუძნებელი 2017 წლის გეგმებზეც საუბრობს. მისი განცხადებით, წლის პირველი ნახევარი რთული იქნება, თუმცა უკვე ზაფხულიდან სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება. „აღმავლობის ტენდენციებს 2018 წლიდან ველოდებით,რადგან საგარეო ფაქტორები ფაქტობრივად, მოხსნილია, ქვეყანაში კი საკმაოდ ჯანსაღი ბიზნეს გარემოა. თუ ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივების ნაწილი მაინც შესრულდება, ეს დადებით გავლენას მოახდეს ეკონომიკაზე. მიუხედვად იმისა, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა ლარის დევალვაციის გამო, მოლოდინი მაინც ოპტიმისტური გვაქვს, რადგან ბიზნეს- გარემო არის ჯანსაღი", - განაცხადა ქოქოლაძემ