geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:13
რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი შესაბამისად უპასუხებს აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას
2016-12-29 13:03:31
+
-

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ კრემლი შესაბამის პასუხს გასცემს, თუ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. უწყების ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს აშშ-ის კომპიუტერულ სისტემებზე ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს და სანქციების პაკეტის გაფართოებით იმუქრება.

 

"გულწრფელად გითხრათ, ჩვენ დავიღალეთ "რუსი ჰაკერების" შესახებ სიცრუით, რომელიც აშშ-ში ზემოდან იღვრება. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაიწყო ეს დეზინფორმაცია ნოემბრის არჩევნებში სასურველი კანდიდატისთვის ხელის შეწყობის მიზნით და რადგან სასურველს ვერ მიაღწია, ეძებს თავისი მარცხის გამართლებას", - ნათქვამია მარია ზახაროვას განცხადებაში.

 

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ში რუსული დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები რუსეთში ამერიკელ დიპლომატებზე აისახება.

 

როგორც ტელეკომპანია CNN იტყობინება, 29 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადებს.