geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 05:22
ესპანურ საშობაო ლატარეაში კომუნისტურმა პარტიამ 56 მილიონი ევრო მოიგო
2016-12-24 14:25:09
+
-

ესპანეთში საშობაო ლატარეა Spain El Gordo Lottery ყოველი წლის 22 დეკემბერს თამაშდება. მიმდინარე წელს ესპანეთის ქალაქ გრანადიდან 18 კილომეტრში მდებარე პინოს-პუენტეს მუნიციპალიტეტის კომუნისტური პარტიის რეგიონულმა კავშირმა ტრადიციულ საშობაო ლატარეაში 56 მილიონ ევროზე მეტი მოიგო.

 

გამოცემა El Mundo-ის ინფორმაციით, პინოს-პუენტეს კომუნისტებს ლატარეის მეორე საპრიზო ადგილი ერგოთ. ესპანეთის საშობაო ლატარეა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია 2.3 მილიარდი ევროიანი საპრიზო ფონდით, აქედან მთავარი პრიზი 660 მილიონ ევროს შეადგენს. ლატარიის მოგებული ბილეთები ნომრით 04536, რომელიც 40-ზე მეტი სერიით დაიბეჭდა და პინოს-პუენტეში გაიყიდა. საპრიზო ბილეთების უდიდესი ნაწილი აღნიშნული ქალაქის კომუნისტურმა პარტიამ შეიძინა, სადაც სულ 12 000 ადამიანი ცხოვრობს. პარტიის გადაწყვეტილებით, მოგებული თანხა იმ წევრებს დაურიგდებათ, რომლებმაც ლატარეის შესაძენად ფულის შეგროვებაში წვლილი შეიტანეს.

 

აღსანიშნავია, რომ ესპანური ტრადიციული საშობაო გათამაშება 1812 წლიდან იღებს სტარტს და ის ესპანელებისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მასში მოსახლეობის 80%-ზე მეტი იღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ლატარიის გათამაშების პირობები შეზღუდული იყო და მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ესპანელებს შეეძლო, ლატარიამ ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში. ის ყველაზე მსხვილი საპრიზო ფონდით გამოირჩევა, რომლის 70%-იც გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხით გროვდება. ესპანური საშობაო ლატარეა მსოფლიოში მოქმედი მეორე უძველესი ლატარეაა. მისი გათამაშება ესპანეთში 1936-1939 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროსაც არ შეწყვეტილა.

 

"ბიზმესკონტაქტი"