geo eng rus
კვირა, 22 იანვარი, 2017. 08:22
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მილანში პოლიციის მიერ მოკლულია ეჭვნმიტანილი ტუნისელი ანის ამრი
2016-12-23 14:33:22
+
-

 

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მილანში პოლიციის მიერ მოკლული ეჭვნმიტანილი ტუნისელი ანის ამრია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 24 წლის ანის ამრი ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი იყო.

 

ის მილანის გარეუბანში სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. ახალაგზრდა მამაკაცი პოლიციამ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, რა დროსაც მან ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის დროს დაჭრილია პოლიციის ერთი ოფიცერი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ჯიბეში აღმოჩენილია მატარებლის ბილეთი, საიდანაც ირკვევა, რომ ის იტალიაში საფრანგეთის გავლით ჩავიდა.

 

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამრის თითის ანაბეჭდები იმ სატვირთო მანქანის კარზე აღმოაჩინეს, რომელიც ტერაქტის დროს გამოიყენეს. 24 წლის ანის ამრის კვალზე გამოძიება თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ გავიდა. ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი საბუთებით გახდა შესაძლებელი.

 

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.