geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:54
ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის მკვლელი ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო
2016-12-22 10:57:20
+
-

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო.

 

"აზრი არ აქვს დამალვას რომ ის გულენის ქსელის ნაწილი იყო. მისი კავშირები ამაზე მიუთითებს", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ასევე კავშირები ჰქონდა საზღვარგარეთ, თუმცა ერდოღანს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 

21 დკემებრს რუსულმა მედიამ არაბულ გამოცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე შეიარაღებულმა კოალიციამ "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო, რომელშიც დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტი" შედის. თუმცა ორივე დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. "ალ-ნუსრას ფრონტის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და რომ მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

 

რუსეთის ელჩის მკვლელობას ფეთჰულა გიულენს უკავშირებენ თურქული სამთავრობო მედიასაშუალებები. თავად გიულენი კარლოვზე თავდასხმასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს და ელჩის მკვლელობას გმობს.

 

ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.