geo eng rus
კვირა, 26 თებერვალი, 2017. 08:00
TAV Georgia: თბილისი-მიუნჰენის რეისი არ გადაიდება
2016-11-23 15:00:00
+
-

თბილისის აეროპორტიდან ავიაკომპანია „ლუფთჰანზას" რეისი თბილისი-მიუნჰენის მიმართულებით დღეს ღამით არ გადაიდება და შესრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს.

 

 

„ტავ ჯორჯიაში" შემდეგ დღეებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია „ლუფთჰანზა" საკუთარ ვებგვერდზე განათავსებს.

 

 

 

გერმანიაში ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" პილოტებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს, რამაც დაახლოებით 900-მდე რეისის გაუქმება გამოიწვია, - იუწყება The Guardian.

 

 

 

„დაახლოებით 3 000 დაგეგმილი რეისიდან 876 რეისი გაუქმდება, რაც 100 000-მდე მგზავრს შეეხება", - ნათქვამია ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" განცხადებაში.

 

 

 

ავიაკომპანიის პილოტები ითხოვენ ხელფასის გაზრდას წლიური 3.66%-ის განაკვეთით.

 

 

 

პილოტების განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი ხელფასი გაყინული იყო და შესაბამისად, ითხოვენ ხელფასის გაზრდას 3.66%-ით ყოველ გაყინულ წელზე, რაც ჯამში ხელფასის თითქმის 20%-ზე მეტით გაზრდას ითვალისწინებს.

 

 

 

გაფიცვის ორგანიზატორია გერმანიის სამოქალაქო ავიაციის პროფკავშირი. 2014 წლის აპრილიდან ეს უკვე რიგით მე-14 გაფიცვაა.

 

 

IPN.GE