geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:32
2017 წელს თბილისში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნება
2017-01-04 11:30:39
+
-

 

2017 წელს თბილისში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება 5–ვარსკვლავიანი პირველი „ლაქშერი" ბრენდის სასტუმრო „ინტერკონტინენტალი", რომელსაც „აჭარა ჯგუფი" გამომცემლობა სამშობლოს ყოფილ შენობაში, კოსტავას 14 ნომერში ხსნის. სასტუმრო 205 ნომრიანია, საინვესტიციო ღირებულება კი 35 მილიონი დოლარია.

 



წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი „სილქ როუდ ჯგუფის" მიერ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო  Raddison BLU Telegraph-ის . სასტუმრო რუსთაველის გამზირზე ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსდება. 189 ნომრიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონი დოლარია.


 


ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსი" ჭავჭავაძის გამზირზე 4 ვარსკვლავიან სასტუმრო Hilton- ს 2017  წლის პირველ ნახევარში გახსნის. სასტუმრო 170 ნომრიანია, საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონი დოლარია.

 


კომპანია „ბლოკ ინვესტი" 4 ვარსკვლავიან სასტუმრო Golden Tulip-ს 300 არაგველების ქუჩაზე 2017 წლის დასაწყისში გახსნის. სასტუმრო 80 ნომრიანია და საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

 


 წელს დაასრულებს სასტუმრო „შერატონის" რეკონსტრუქციას არაბული „რაკია" და განახლებული სასტუმრო 2017 წლის მეორე ნახევარში უნდა გაიხსნას. „შერატონი" 255 ნომერს მოიცავს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია.



„ბლოკ ინვესტის" კიდევ ერთი სასტუმრო, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე მდებარეობს და სასტუმრო „თორის" ნაცვლად იხსნება ასევე 2017 წელს უნდა დასრულდეს. „ბლოკ ინვესტი" სასტუმრო Park inn by Radisson-ის  გახსნას გეგმავს. სასტუმრო 200 ნომრიანი იქნება და მისი საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

 

 


2017 წელს ორი სასტუმროს გახსნას გეგმავს კომპანია m2. ყაზბეგისა და მელიქიშვილის გამზირზე კომპანია Ramada-ს ჯგუფის სასტუმრო ENCORE-ს ხსნის. სასტუმროები 152 და 127 ნომრიანია. საინვესტიო ღირებულება კი შესაბამისად 13.2 და 11.7 მილიონ დოლარს შეადგენს.