geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:36
რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს საქართველოს ავიაკომპანიების თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის განიხილავს
2016-10-20 10:21:18
+
-

 

რუსეთის მთავრობა საქართველოს ავიაკომპანიების თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის 19 ოქტომბერს, პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგებია შეჯამებული.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ მიმართული სამუშაოები გაგრძელდება.

 

 

„მხარეებმა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების მიმდინარე ზრდას გაუსვეს ხაზი. მგზავრთა ორმხრივმა ნაკადმა 400 000 ადამიანს გადააჭარბა. ამის ფონზე, წარმატებულად ვითარდება ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყების პრაქტიკული ურთიერთმოქმედება", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა „სტაბილურად მაღალი" რჩება. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ წელს საქართველო რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას - ერთ მილიონზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს.