geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:36
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “Samsung Galaxy Note 7”-ის მფლობელებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს
2016-09-12 15:20:52
+
-

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტორეკომენდაციებს ავრცელებს „Samsung Galaxy Note 7" აპარატების საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლის გაჩენის საშიშროების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

 


სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს, ფრენის განმავლობაში აღნიშნული მოდელის აპარატები შეინარჩუნ გამორთულ მდგომარეობაში, მოერიდონ "Samsung Galaxy Note 7" ელემენტის დამუხტვას საჰაერო ხომალდის ბორტზე, არ მოათავსონ აღნიშნული მობილური ტელეფონები რეგისტრირებულ ბარგში და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ეკიპაჟის წევრებს აპარატის შესაძლო დაზიანების, გახურების, აალების, დაკარგვის ან სავარძლებს შორის ჩავარდნის შემთხვევაში.

 



როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ რეკომენდაციების გავრცელების აუცილებლობა განაპირობა კომპანია "Samsung"-ის ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, „Galaxy Note 7"-ის ელემენტებთან მიმართებაში გამოვლენილი მოჭარბებული საჩივრების გამო, კომპანია იწყებს გაყიდული პროდუქციის გამოთხოვისა და მისი ახალი აპარატებით გამოცვლის პროგრამას.

 



სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს, საჰაერო ხომალდით მგზავრობისას აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული რეკომენდაციები.

 



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენი (2016-13 : Fire hazards associated with Samsung Galaxy Note7 devices) შესაძლებელია ბმულზე