geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:36
რატი აბულაძე: საქართველოს პოლიტიკური არქიტექტურა
2016-06-27 10:43:40
+
-

რატი აბულაძე, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

 

კლიმატის ცვლილებები, პოსტკონფლიქტური იმიჯი, მეზობელ ქვეყანასთან დაძაბულობა, უსაფრთხოების პრობლემები, ევროპული ტიპის ეკონომიკის შექმნის დაბალი ტემპი, ძველი პოლიტიკა, გლობალური და ლოკალური გამოწვევები ასახვას ჰპოვებს ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.


ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური პლატფორმის სადავეები არ ქმნის მოცემული გამოწვევების მოკლე პერიოდში დაძლევის შესაძლებლობას, ვერ ქმნის „ტექნიკური პოლიტიკური ბრძოლის“ შესაძლებლობას, ავლენს მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის საჭიროებას. აღნიშნული პროცესების მიზეზები მდგომარეობს ძველი პოლიტიკის ფუნდამენტში. ფუნდამენტს „ამყარებს“ ისიც, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების კალიგრაფია ერთმანეთის მსგავსია.


სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამკვიდრებენ ერთგვარ შეხედულებას, რომ ქვეყნის განვითარება „ათწლეულებსა და მომავალ ვექტორებშია“. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის პროგრესის მიღწევა და აღმშენებლობა მდგომარეობს არა მომავალ დროსა და სივრცეში, არამედ ქვეყანაში არსებულ საკადრო პოლიტიკაში, არსებულ რესურსში, სტრატეგიებსა და ეფექტიან მართვაში. გლობალური გამოწვევების პირობებში, ქართული საზოგადოების გასაკეთებელი საქმე და „მდგრადი განვითარების პლატფორმა“ მხოლოდ საგარეო ვექტორებით არ გაკეთდება.


ეს მხოლოდ არარეალური მოლოდინის შექმნაა.


აღსანიშნავია, რომ მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობისათვის აუცილებელია ერთგვარი მორალური თანხმობა, დემოკრატიული ინსტრუმენტები, თანამშრომლობის მზაობა, ღიაობის ფორმატი, პოლიტიკური ნება და ტექნოლოგიური პლატფორმა. ფაქტობრივად ეს ყველაფერი „ვიზუალურად“ გვაქვს, თუმცა პრაქტიკულად „სუსტ დონეზე“.


ხაზგასასმელია ისიც, რომ ძველი პოლიტიკური კამპანიის მთავარი აქცენტი არის მეტი რეკლამა და „ცნობადი სახე“, ინფორმაციული პროპაგანდა და ძველი პოლიტიკით ძალაუფლების ფლობა. შედეგად, ქვეყანაში შესუსტებულია ხალხის ხმა და გვაქვს ერთგვარი ხილული თუ უხილავი გამოწვევები. ამიტომ ქვეყანაში:


გვაქვს უმუშევრობა და გვყავს უიმედო დასაქმებულები;

არ გვყავს ტრანსნაციონალური თუ გლობალური კომპანიები. უცხოურ გლობალურ კომპანიებს იმაზე მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე საქართველოს ეკონომიკაა (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს Walmart, Exxon Mobil, Apple, Berkshire Hathaway, UnitedHealth Group, McKesson, AT&T, Ford Motor, CVS Health, General Motors);


უცხოური კომპანიების შესაძლებლობებთან შედარებით ადგილობრივი მწარმოებლები არაკონკურენტულ პირობებში არიან. აღნიშნული კი ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს;


ნაციონალურ სივრცეში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის არასაკმარისია ქართული კომპანიების ბიზნეს ინტერესების დაცვის მექნიზმები;


ადგილი აქვს ქართული და უცხოური კაპიტალდაბანდებების დისბალანსს;


არის პლურალისტური საზოგადოება და არარის საზოგადოების კოორდინაციის ძალის მქონე პოლიტიკური ჯგუფი/პირი;


მემკვიდრეობით შემორჩენილი პოსტსაბჭოთა წყობისა და სისტემის ერთგვარი რთული გამოვლინებები. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საზოგადოების ნდობა სხვადასხვა ინსტიტუტებისა თუ უწყებებისადმი, მმართველობისა და ბიუროკრატიისადმი. შესაბამისად, „მცდარი სკეპტიციზმის“ დაძლევის, ნდობის ზრდისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერისათვის საჭიროა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ტრანსფორმაცია.


ფაქტია, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური სისტემა, საჭიროებს რეფორმებს. პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ხოლო პოლიტიკურ სიტყვას უნდა ჰქონდეს ძალა.


თვალსაჩინოა, რომ საქართველოს პოლიტიკური არქიტექტურა ღია და თავისუფალია.


თუმცა, წარმოდგენილია ძველი პოლიტიკით. თავის მხრივ ძველი პოლიტიკა მოცემულია განსაზღვრული პოლიტიკური ტრადიციებითა და ადათებით. ტრადიციებისა და ადათების მომხრე ვართ კულტურაში, საზოგადოებრივ წყობაში, მაგრამ განათლება, ეკონომიკა, პოლიტიკა, ტექნოლოგიები საჭიროებს ცვლილებებს, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებას, თანამედროვე ბაზრის კონიუქტურის ცვლილებების შესაბამისად განვითარებას, გლობალური გამოწვევების შესაბამისი უნარების მქონე პოლიტიკოსების წარმოჩენას. (მაგალითად, საქართველოს უმაღლესი განათლება, განხორციელებული რეფორმების შედეგად ერთ-ერთი მოწესრიგებული და განვითარებული სფეროა, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღიარებულია მსოფლიოში. წინააღმდეგ შემთხევაში ჩვენ დროსა და სივრცეში დავშორდებოდით ევროპასაც და მსოფლიოსაც).


პოლიტიკაში ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების ჩართვა წარმოდგენილია ტრანსფორმაციის პოტენციალით, რომელიც სახელმწიფოს „ავალდებულებს“ ევროპული სტანდარტების დანერგვის, რეფორმირების, პროცესების ჰარომინიზაციის, მმართველობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ამაღლებას. ასევე, უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, ტარიფებისა და სექტორების ლიბერალიზაციისა და ქვეყნის ეკონომიკური არსებითია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის, ახალ რევოლუციურ ეპოქას ქმნის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების რესურსი. აღნიშნული რესურსი, ქართული პოლიტიკისათვის, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროპული ტიპის ეკონომიკის ზრდის საფუძველი, ინსტიტუციური განვითარების რესურსი, დემოკრატიის ფუნდამენტი და პოლიტიკური განვითარების ბარომეტრი.


თანამედროვე მსოფლიოში, მეცნიერ-მკვლევარები ქმნიან „მდგრადი განვითარების გალაქტიკას“. აღნიშნული საზოგადოება ორგანიზებული და ცივილიზებულია, რომელიც არასდროს ეთანხმება სოციალურ-ეთიკური და პოლიტიკური ღირებულებების იგნორირებას, არაეფექტურ მმართველობით გადაწყვეტილებებს, სოციალ-ეთიკური პასუხისმგებლობის დარღვევას, ძველ პოლიტიკას და იმ პოლიტიკური აქტორების გავლენას, რომელთა პოლიტიკურ სიტყვას ფასი არ აქვს.


ამრიგად შეიძლება აღინიშნოს, რომ:


დღეს სახელმწიფოს და ბიუჯეტს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ხალხის მოთხოვნებია, თუმცა რეალურად სახელმწიფო საზოგადოების მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, ვერ ახდენს საზოგადოების კოორდინირებას, აქტივობის ზრდას, არ აქვს ზუსტი პროგრამები და სტრატეგიები. აღნიშნული იწვევს ახალი პოლიტიკის მამოძრავებელი ძალებისა და პოლიტიკური კრიტერიუმების შექმნის აუცილებლობას; 

 

ევროპული პარტიების მსგავსად, კარგი იქნება ქართული პარტიებიც შეფასდეს განსაზღვრული პოლიტიკური პროგრამებით, ეკონომიკური და პოლიტიკური კომპეტენტურობით, მეცნიერული უნარ-ჩვევების მქონე პოლიტიკოსებით, პროფესიონალიზმითა და ხარისხით, შედეგებითა და სტრატეგიული გეგმებით, სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწმყობი ინიციატივებით;


ძველი პოლიტიკა იმსახურებს მადლიერებასა და პატივისცემას. ამასთან, ხაგასმით  აღვნიშნავთ, რომ გლობალური და ლოკალური გამოწვევების მოთხოვნებიდან გამომდინარე ქვეყანა საჭიროებს ახალ პოლიტიკას, ახალ პოლიტიკურ რესურსს, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებით უნდა იყოს წარმოდგენილი;


თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტი აღიარებს წამყვან რესურსად მეცნიერ-მკვლევარებს, ამას ბიზნეს სექტორიც მიბაძავს (როგორც არის ევროპასა თუ აშშ), და შესაბამისად, სწრაფად მივიღებთ პროგრესს, ინოვაციას, ზრდა-განვითარებას, ჯამში ევროპული ტიპის ეკონომიკას;


ჩვენი სამართლებრივი გარემო, საგამანათლებლო, დემოკრატიული ფასეულობები შესაბამისობაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან, ანუ ევროპული ტიპისაა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ეკონომიკაზე;

 

მართალია, დღეს უმაღლეს განათლებას აკრიტიკებენ, მაგრამ ასეთი რეფორმირება პოლიტიკურმა გარემომაც რომ განიცადოს, შეიძლება აღმოცენდეს გლობალური პოლიტიკოსები, როგორც გლობალური მასშტაბის მეცნიერები გვყავს საქართველოში; 

 

საქართველოში არსებული არქიტექტურა (ადმინისტრაციული შენობა-ნაგეობები) უფრო მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას ასახავს, ვიდრე თვით პოლიტიკური; 

 

ჯამში, ქვეყანა პოლიტიკური კოალიციების ნაცვლად, ახალ პოლიტიკას საჭიროებს.