პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

access_time2018-04-17 17:11:46

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პარლამენტის ცნობით, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა.

 

მომხსენებელმა, ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით განახორციელა.

 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, 2017 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის შესახებ, ფაქტობრივად, 100%-ით არის შესრულრებული.

 

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის, როგორიცაა სურსათის კვლევებისთვის ლაბორატორიული კვლევების გაძლიერება, ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა, ვეტერინარული დაავადებების დიაგნოსტიკა, თანამშრომლების შესაძლებლობების ამაღლება და ტრენინგ-პროგრამების დანერგვა, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მოთხოვნებთან დაკაშირებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით და სხვა.

 

მისივე თქმით, აქტივობები ასევე ეხებოდა ვაჭრობასა და მდგრად განვითარებას, ტყის კოდექსის პროექტის შემუშავებას, რომელიც პარლამენტს მიმდინარე წელს წარედგინება.

 


მან ასევე, დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის შესრულების მდგომარეობაზე.

 

საკითხის წარდგენის შემდეგ სხდომა, რომელსაც კანონმდებლებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

ნოდარ კერესელიძემ და სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

 

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ასახვას ჰპოვებს ის ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. ბევრი საკითხი, რომელზეც მომხსენებელი საუბრობდა, კანონქვემდებარე აქტებითაა მოწესრიგებული, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ამ პროცესში პარლამენტის როლს ზედამხედველობის განხორციელება წარმოადგენს, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს პროცესი. რამდენად დროულად და გეგმაზომიერად ვასრულებთ ჩვენს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. მეორე მხრივ, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს და რაშიც საქართველოს პარლამენტი პირდაპირ არის ჩართული", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

 

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, რათა საზოგადოება ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე ინფორმირებული იყოს.

 

 

 

 

 

 



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები