თბილისის მერი ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

access_time2018-04-17 15:20:57

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, თბილისის მერია ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქში საცობების განტვირთვის კუთხით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, ასევე, 140 ძირი ხის დარგვაა დაგეგმილი.

 

„აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება და 2 700 000 ლარი დაიხარჯება. ეს ორეტაპიანი პროექტი იქნება, რომელთაგან პირველი სწორედ ეს სატრანსპორტო კვანძია, ხოლო მეორე თამარაშვილის კვანძის მოწესრიგება იქნება. ქალაქში საცობების პრობლემა არსებობს, რომლის მოსაგვარებლადაც, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი კომპონენტია. ასევე, დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 140 ძირი ხე დაირგვება, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიაზე არსებული ხეები გადავრგოთ. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს ამისთვის, ხოლო ის ხეები, რომლებიც გადარგვას ვერ დაექვემდებარება, მოიჭრება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პროექტის ფარგლებში, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელების შედეგად, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში განიტვირთება საცობები და ტრანსპორტის გადაადგილების დრო შემცირდება.

 

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს ასევე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები გაეცნენ.

 


„მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის სამუშაოების დროს, ყოველთვის საჭიროა, მოძრაობის გარკვეულწილად შეზღუდვა. ამ შემთხვევაშიც, გარკვეული სახის შეზღუდვები გვექნება. საპატრულო პოლიციასთან ერთად, აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას ერთობლივად მოვაგვარებთ", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მოძრაობა და შეიცვლება კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. კერძოდ, გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ - კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ - თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება - შეიზღუდება. სანაცვლოდ, ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.

 

გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანებისთვის იქნება ნებადართული.

 

კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - N92 ავტობუსი და N27, N50, N81 და N100 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩას გაივლიან, ყოფილ იპოდრომთან - ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ.

 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები