გიორგი გახარია: ბანკები ზოგიერთ შემთხვევაში მუხრუჭია, ზოგიერთში კი პირიქით - ეკონომიკის  მამოძრავებელი ძალაა

გიორგი გახარია: ბანკები ზოგიერთ შემთხვევაში მუხრუჭია, ზოგიერთში კი პირიქით - ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა

access_time2018-04-17 15:00:00

ვიცე პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აზრით, ბანკები ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში არის მუხრუჭი, ზოგიერთში კი პირიქით - ეკონომიკის განვითარების საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა.



"საქართველოში უნდა მოიხსნას ეკონომიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი, რა სახისაც იდენტიფიცირებული იქნება. ჩვენი ძირითადი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, არამედ მათ შორის, უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც, ეს ქვეყანა უნდა გადავაქციოთ გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნად. ყველას კარგად გვესმის, რომ დამწყები კომპანიებისთვის კაპიტალზე წვდომა არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა მათი განვითარებისთვის, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, უნდა მოვაგვაროთ",- განაცხადა გახარიამ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის იმ განცხადების კომენტირებისას, რომ ბანკები არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი.



კითხვაზე, არის თუ არა ბანკები მუხრუჭი დღეს, გახარია პასუხობს, "ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში - არის, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში პირიქით - საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა ეკონომიკის განვითარების. 



„აქ ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება საუბარი. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის კომპონენტში აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროა, უფრო მეტი ყურადღება, განსაკუთრებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით", - განაცხადა გახარიამ. 



წყარო : ipn.ge




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები