მარტში საავიაციო ნავთისა და საგზაო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა

მარტში საავიაციო ნავთისა და საგზაო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა

access_time2018-04-17 14:43:24


 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2018 წლის მარტის თვეში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა,  რაც 6,7 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს (3,5 ათასი ტონა).


ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 6,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი - 2,5 ათასი ტონა (24,5%), აზერბაიჯანი - 0,7 ათასი ტონა (6,9%), რუმინეთი 0,5 ათასი ტონა (4,9%).


მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 15,2 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ანუ 40,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (10,8 ათასი ტონა).



საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება,  რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც  თავისთავად უკავშირდება  საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების  მატებას.


2018 წლის მარტის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4,8 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს (1,9 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 91,7% მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.


მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 9,1 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (10,7 ათასი ტონა).


სანავთობო ბიტუმის მოხმარება ძირითადად ხდება გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში აღნიშნული სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება.




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები