2018 წელს Netflix აქციების ღირებულება 60%-ით გაიზარდა

2018 წელს Netflix აქციების ღირებულება 60%-ით გაიზარდა

access_time2018-04-17 13:05:48

2018 წელს Netflix-ის აქციების ღირებულება 60%-ზე მეტით გაიზარდა. კომპანიას გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე Facebook-ს, Amazon-ს, Apple-სა და Google-ისა და YouTube-ის მფლობელ Alphabet-ს. 

 

პირველი კვარტლის შემოსავლებთან დაკავშირებით ანგარიშს Netflix-ი მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ: მათი მოლოდინით, გასულ წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 40%-ით, მოგება 60%-ით, ხოლო გამომწერთა რაოდენობა კი 7.5 მილიონი ადამიანით არის გაზრდილი. 

 

გასულ კვირას Netflix-მა NBCUniversal-ის მფლობელ Comcast-თან თანამშრომლობა გაახანგრძლივა, რაც კიდევ ერთ მომგებიან ნაბიჯად იქნა შეფასებული. 2016 წლის შემდეგ, Comcast-ი X1 TV-ისა და ინტერნეტის გამომწერებს Netflix-ზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს. ამიერიდან კი Netflix-ზე შესვლა Xfinity-ის მომხმარებლებსაც შეეძლებათ.


 

Netflix-ის საბაზრო ღირებულება $136 მილიარდს შეადგენს, რაც Fox-ს დაახლოებით ორჯერ აღემატება.


წყარო : CNNMoney

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები