პროტესტი სარგსიანის წინააღმდეგ - ერევანში აქციები გრძელდება

პროტესტი სარგსიანის წინააღმდეგ - ერევანში აქციები გრძელდება

access_time2018-04-17 12:54:16

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას. აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარვებში, დილიდან კი კვლავ დაიწყეს მოედნის მიმდებარე ქუჩების გადაკეტვა.

 

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დღეს დილით, ერევნის პოლიციამ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს დემონსტრაციის შეწყვეტა მოსთხოვა. თუმცა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების" ლიდერმა, საპროტესტო მოძრაობის, „ჩემი ნაბიჯის" ინიციატორმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საყოველთაო დაუმორჩილებლობა დაიწყო. 

 

16 აპრილს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალეს საპროტესტო აქცია სომხეთის პარლამენტთან მდებარე ბაგრამიანის გამზირზე. პოლიციამ მიზეზად ის დაასახელა, რომ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის გამო საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა. სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კი, სამართალდამცავები უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს. უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული სომხეთის პარლამენტთან, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურას.


 

საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორმა, ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დაბლოკონ პარლამენტის შესასვლელები და არ დაუშვან პრემიერ-მინისტრად სარგსიანის არჩევა.

 

კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს.

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები