ევროკომისია : საქართველოში„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან

ევროკომისია : საქართველოში„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან

access_time2018-04-17 11:30:33

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს.


როგორც ჰანი აღნიშნავს, „შემაშფოთებელია საქართველოში სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობა“.


მისივე თქმით, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.


„ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანდაცვას, სამუშაო პირობებსა და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მოქმედებისკენ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომით ურთიერთობებისა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობით. შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ( მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში), საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტურად აღასრულოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებში გაწერილი ძირითადი შრომითი სტანდარტები.


საქართველოში ამჟამად არსებული პრაქტიკა, ისევე როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სრულ თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან, მიუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შრომის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სანქციები იყოს ეფექტური, პროპორციული, გადამწყვეტი და დამსაქმებლებისთვის ჰქონდეს რეალური შემკავებელი ძალა.



მკაფიო, პროგნოზირებადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო სასარგებლო როლი, რომ ძირითადი შრომითი სტანდარტები და ღირსეული სამუშაო შეიძლება იყოს ეკონომიკურად ეფექტური, ინოვაციური და პროდუქტიული. ამ ფონზე ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს შეშფოთებას “შრომითი უსაფრთხოების” კანონმდელბობის პირობებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დასაქმებულთა ეფექტური დაცვა, ზედამხედველობითა და სანქციების ძალით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შრომითი ინსპექციის შესაბამისი სისტემის შექმნით”,- აღნიშნავს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.


ასევე წერილში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები, ასოცირების შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი არხებია, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად წამოწიოს შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.


„ჩვენ მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ სტრუქტურებითა და შესაძლებლობებით, მათ მიერ უზრუნველყოფილი ჩარჩოს ფარგლებში. ევროკავშირი მომავალშიც მხარს დაუჭერს შესაფერისი შრომითი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და უკეთეს სამუშაო პირობებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განაგრძობს სვლას შრომის დაცვის უმაღლესი სტანდარტებისკენ, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი”, – ვკითხულობთ იოჰანეს ჰანის წერილში.



”შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვის პროცესში, მონიტორინგის ცენტრმა და სხვა კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს.წერილში ყურადღება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გარშემო ოთხ ძირითად ფაქტორზე იყო გამახვილებული: კანონის მოქმედების სფეროზე, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ ვრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე; ინსპექციის უპირობო დაშვებაზე, რაც ასევე არ არის კანონპროექტით გარანტირებული; სანქცირების მექანიზმზე, რაც კანონპროექტის მიხედვით მხოლოდ მინიმალურ ჯარიმებს ითვალისწინებს და ასევე, რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელ რესურსებზე – ზედამხედველობითი მექანიზმის გაფართოებასა და გაძლიერებაზე.


წყარო : european.ge

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები