„ამას აცხადებს საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელმაც მხოლოდ 2017 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან (77 მილიონი), საკომისიოებიდან (369 მილიონი) და ვალუტის გადახურვადებიდან (203 მილიონი) - 649 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (ნეტა რისთვის?!)
ამას აცხადებს წარმატებული საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაკლა საფონდო ბირჟა და მას განვითარების შანსსაც არ უტოვებს!
ამას აცხადებს საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც თავისივე კლიენტების კონკურენტია!“- ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
TBC ბანკის დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის 60 პროცენტის დამფინანსებელია.
„ქართული საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემაა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი მარტო ქართული საბანკო სისტემაა,“- განაცხადა ხაზარაძემ
ხაზარაძემ ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადების პასუხად გააკეთა, რომელმაც ბანკების მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე ისაუბრა და ისინი ეკონომიკის ერთგვარ მუხრუჭად მოიხსენია.
კომერსანტი