ანალიტიკოსები: შუა აღმოსავლეთში სიტუაციის გაუარესებას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვება

ანალიტიკოსები: შუა აღმოსავლეთში სიტუაციის გაუარესებას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვება

access_time2018-04-16 20:00:00

გასულ კვირაში მსოფლიო მედიის ყურადღება სირიაზე იყო გადართული - მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სირიის კონფლიქტის ფონზე, გასულ კვირაში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ თითქმის $70 შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ არ მომხდარა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით CNBC კომპანია Akap Energy-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, ანიშ კაპადიას ესაუბრა. ანალიტიკოსის თქმით, 6 თვის წინ ბევრს ეღიმებოდა, როდესაც იგი ნავთობის ფასის $60-70-ის ფარგლებში გამყარებას ვარაუდობდა. შუა აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბული სიტუაცია კი იმისი ვარაუდის საფუძველია, რომ "შავი ოქროს" ღირებულება $100-მდე გაიზრდება. „შესაძლებელია, ახლო მომავალში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება სამნიშნა რიცხვით აღინიშნებოდეს,“ აღნიშნა მან.

 

14 აპრილს აშშ-მა, ბრიტანეთთან და საფრაგენთთან ერთად, სირიაში ავიადარტყმები განახორციელა. ეს იყო პასუხი სირიის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


დონალდ ტრამპმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს სამხედრო, დიპლომატიური თუ ეკონომიკური, სანამ სირიის მთავრობა არ შეწყვეტს ქიმიური აგენტების გამოყენებას,“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

"ჩვენ ვხედავთ შუა აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკური რისკებს, რაც მოკლე პერსპექტივაში, ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევს," აღნიშნა  PVM Oil Associates-ის ანალიტიკოსმა, სტივენ ბრენოკმა.


წყარო : CNBC




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები