ფინანსთა მინისტრი: მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს

ფინანსთა მინისტრი: მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს

access_time2018-04-16 17:30:50

„დღეს, ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. 

 

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხების მიღება. საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის საკეთილდღეოდ, არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი. მეორე პრობლემა, რომელზეც გვქონდა კომუნიკაცია, შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენს მოსახლეობაში. აქაც, საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით. ჭარბვალიანობა, ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა და მას სჭირდება სისტემური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეხვედრები იქნება სისტემური ხასიათის, დაახლოებით, სამ კვირაში, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ ამ შეკითხვებზე მივიღებთ შესაბამის პასუხებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 


 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები