ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

access_time2018-04-16 16:10:08

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება - ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემა შემოდის. ამასთან, უქმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე.

 

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

 

პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით გაიწერება.

 

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკული დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში ხურდის სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან ვერ ხერხდება მათ მიერ ამ მონეტების შემდგომი გამოყენება, ხოლო თვით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მხრიდან კი შეიმჩნევა 1 და 2 თეთრიანი მონეტების ნაცვლად ხურდა ფულის დამრგვალების (მეტობით დაბრუნების) ტენდენცია.

 


კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი; 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა.შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანხის დამრგვალების პრინციპის მხოლოდ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების დროს გამოყენება სწორედ ანგარიშსწორების აღნიშნული ფორმის თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მზადდება და მიმოქცევაში გაიშვება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნებისათვის, მათი მიმოქცევიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროა ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის დამრგვალების მეთოდით შეცვლა. რაც შეეხება, უნაღდო ანგარიშსწორებას, ამ შემთხვევაში დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

პროექტის თანახმად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელება სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვარი.

 

საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

 

 

IPN.GE 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები