საბანკო ექსპერტები ხელისუფლებას ჩრდილოვანი ეკონომიკის ლობირებაში ადანაშაულებენ

საბანკო ექსპერტები ხელისუფლებას ჩრდილოვანი ეკონომიკის ლობირებაში ადანაშაულებენ

access_time2018-04-17 08:57:00

ჭარბვალიანობის პრობლემა რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება როგორც სამთავრობო და საბანკო წრეებში, ისე ექსპერტებში.საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე კომერსანტთან აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ეროვნული ბანკი ახალ კანონმდებლობას ამზადებს, ეს კი საფინანსო სექტორში შეშფოთების საგანი ხდება.


მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი მუშაობს ახალ კანონმდებლობაზე,რომლის მიხედვითაც,სესხების გაცემის დროს აქცენტი შემოსავლის დადასტურებაზე იქნება გაკეთებული.


როგორც კიკვიძე საუბრობს, ახალი რეგულაციით,საფინანსო ინსტიტუტები ვეღარ გასცემენ სეხს, თუ მსესხებლის შემოსავალი დადასტურებული არ იქნება. რამდენად მოაგვარებს ეს რეგულაცია ჭარბვალიანობის პრობლემას, ამაზე კიკვიძე განმარტავს, რომ შედეგი მეტნაკლებად პოზიტიური იქნება, რადგან თუ მსესხებელს სესხი დასჭირდება, ის ვალდებული იქნება საკუთარი შემოსავლების ლეგალიზება მოახდინოს, რაც ავტომატურად შეამცირებს მოსახლეობაში ჭარბვალიანობას.


მისივე ინფორმაციით, პრობლემას ქმნის მოსახლეობაში ფინანსური განათლების დაბალი დონზეც, რასაც ფინანსური ინსტიტუტები საკმაოდ კარგად იყენებენ და ცდილობენ, მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი პროდუქტი მიყიდონ. კიკვიძე აცხადებს, რომ თავისთავად ეს ფაქტი ჭარბვალიანობას იწვევს და ცალსახად, ეს გადასაჭრელია.


როგორც კიკვიძე აცხადებს, ჭარბვალიანობის შემცირების პირდაპირპროპორციულად ბანკების მხრიდან დაკრედიტების ოდენობა შემცირდება.



„აქ შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოიქმნას. კერძოდ, ყველა მსესხებელს შემოსავალს ფიზიკურად ვერ დაადასტურებინებ, რადგან არის ისეთი სფეროები, რომელშიც რეალურად არ არის შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებული, ეს არაოფიციალურ შემოსავლებად ითვლება. მათი ლეაგალიზება და დადასტურება კი საკმაოდ დიდ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. ამ პრობლემებთან შეჯახება არცერთ მხარეს არ აწყობს. ესეთი სფეროები დაკრედიტების სფეროებიდან საერთოდ ამოვარდება. არსებობს ეგრეთ წოდებული „ჩეკინგის გარშე“ გაცემული სესხები, რომლებსაც არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები საკამოდ აქტიურად იყენებენ და ეს სეგმენტი მათი პორტფელის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, შემცირდება დაკრედიტების სეგემენტი, რაც რეალურ ეკონომიკაზე აისახება. საბოლოოდ, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა და ეროვნული ბანკი როგორ დაარეგულირებს, ცოტა რთული სათქმელია“-აცხადებს კიკვიძე.


მისივე განცხადებით, ბანკების და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების ასოციაციებს შორის ამ თემაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.


„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის წინაღმდეგი ბანკები არიან და ამ მიმართულებით გარკვეული მოძრაობები დაწყებულია. ბანკების ასოციაციასა და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების ასოციაციებს შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური შეხვედრები და განხილვები. ძალიან შეშფოთებულები არიან იმითი, რაზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. ისინი ალბათ კომერციული ბანკების ლობს ჩართავენ და უფრო მოქნილი პარამეტრების ჩადებას ეცდებიან იმისთვის, რომ მათი შეზღუდვა მძიმე არ იყოს“-აცხადებს კიკვიძე.



ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემამ უკვე მიიღო ის კონტურები, როდესაც სახელმწიფომ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს.



„ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილში მყოფი ბევრი მეწარმე და ფიზიკური პირი, რომელთა შემოსავალი მათი საქმიანობიდან გამომდინარე უცნობია, სწორედ აქედან არის ეს ჭარბვალიანობის მასშტაბები, რომელიც შეიძლება ქვეყანაში გამოისახოს და ამას უნდა ებრძოლოს სახელმწიფო, საბანკო სექტორი, - განაცხადა გვასალიამ.


შეგახსენებთ, ჭარბვალიანობის პრობლემაზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.


„მე სრულიად ვიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებაში ჭარბვალიანობის პრობლემაზე. სამწუხაროდ ეს ტენდენცია დაიწყო 2008 წლიდან და მოხდა ისე, რომ ჩვენ, ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა. 2018 წლის 1–ლი იანვრიდან რეალურად ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს ჭარბვალიანობა მოსახლეობაში, მაგრამ ეს ღონისძიებები თუ არ იქნება საკმარისი რა თქმა უნდა კანონი აუცილებლად გამკაცრდება და გამკაცრდება წელსვე“-განაცხადა ბახტაძემ.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები