“ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელიც სასტარტო კაპიტალის პროგრამასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ეძღვნებოდა”, - ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ განაცხადა.
კიკნაველიძის თქმითვე, ბანკებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რომელიც შეინიშნება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საკმაოდ ჯანსაღი მატება იყო. ამ ზრდის განვითარება 2018-2019 წლებშიც უნდა და გაგრძელდეს” - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ბანკირებთან დახურული შეხვედრა გამართა. გასულ კვირას ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია.
ავტორი : ლიკა გურაბანიძე