“ბანკები გვევლინება რიგითი მოქალაქეების ჭარბვალიანობის პრობლემების დამძიმების მექანიზმად და არა ბიზნესის  განვითარების ლოკომოტივად”

“ბანკები გვევლინება რიგითი მოქალაქეების ჭარბვალიანობის პრობლემების დამძიმების მექანიზმად და არა ბიზნესის განვითარების ლოკომოტივად”

access_time2018-04-16 15:00:24

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ კაპიტალთან წვდომა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში. არადა,  მრავალფეროვანი ეკონომიკა მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესმა  ხელი შეუწყოს ერთმანეთს განვითარებაში.  ახალ ინიციატივაზე საუბრისას ბახტაძემ განაცხადა ისიც, რომ საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. თუმცა მინისტრის თქმით, საქართველოში სხვა რეალობაა.

 

ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივაზე   რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“  ისაუბრა  ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ.

 

ამუხრუჭებს საბანკო სექტორი ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში?

 

საბანკო სექტორი უნდა გახდეს ეკონომიკის მამოძრავებელი ლოკომოტივი და არა მისი მუხრუჭი. სამწუხაროდ, დღეს ბანკები გვევლინება რიგითი მოქალაქეების ჭარბვალიანობის პრობლემების დამძიმების მექანიზმად და არა ბიზნესის, მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ლოკომოტივად. ამიტომაც ინიციატივა, რომელიც გააჟღერა მინისტრმა, გულისხმობს იმას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები მეწარმეებისათვის, რათა  მათ ნახევარ მილიონამდე სესხის შემთხვევაში მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობით შეძლონ საქმის დაწყება- წარმოება, სადაც ნახევარს აიღებს საბანკო სექტორი სესხის სახით, 45%-ს  კი საპარტნიორო ფონდი. ეს იქნება მომგებიანობის მაჩვენებელი 5-7% კაპიტალზე, ანუ ორიენტირებული იქნება გრძელევადიან მიზნებზე  და არა 15-18 %-ზე, რასაც დღეს საპარტნიორო ფონდში ვხვდებით. ასე, რომ ეს პროცესი არის ხელშემწყობი და გარანტი მცირე მეწარმეობის განვითარება.

 

რაც შეეხება ქართულ ბანკებს და მათ მომგებიანობას.  გავრცელებული მოსაზრებით, საბანკო სექტორი ყველაზე განვითარებულია არა მხოლოდ საქართევლოში არამედ ბევრ ქვეყანაში. თქვენ არ ეთანხმებით ასეთ შეფასებას?


 

საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობის თვალსაზრისით ევრაზიის კონტინენტზე არის პირველ ადგილზე ისეთი სახელმწიფოების მხარდამხარ როგორიც არის აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნები, ოკეანეთის აზიური სახელმწიფოები, ლათინო ამერიკის ქვეყნები.  ამ დონეზე მისი მაჩვენებლი მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. ეკონომიკა გაქვს მსოფლიო საუკეთესო ოცეულში? არ გაქვს . ბუნებრივია მათი მომგებიანობა ეფუძნება ჭარბვალიანობის პრობლემას, არაკვალიფიციური სესხებიდან მიღებულ შემოსავლებს.

 

როდესაც ეკონომიკის ზრდა საშუალოდ 4%- ის ფარგლებში გაქვს, რთულია საბანკო სექტორმა ბაზარზე 2%- იანი სესხები გამოიტანოს. თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ დღეს არსებული რეალობით საპროცენტო განაკვეთები გაცილებით დაბალი უნდა იყოს?

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია პროცესის ორიენტირება სწორი მიმართულებით. დამაბრკოლებელი არ არის 5 %, 25 % უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა, რომ კომერციულმა ბანკმა სესხი დაწიოს? ასეთი კორელაცია არ არსებობს, ასეთი რამ არ მოხდება.

 

თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

 

რეფორმა, რომელიც დაანონსდა, უნდა განხორციელდეს და ასევე უნდა მოვიფიქროთ მექანიზმები, რათა ფიზიკური პირების დაკრედიტების დროს  მაქსიმალურად იყოს დაცული არა კვალიფიციური მსესხებლების მთელი ქონების დასაკუთრება, როდესაც სესხს გასცემს, არამედ კონკრეტული უზრუნველყოფით. ჩვენ დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს. დღევანდელი საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელიც რიგით მოქალაქეებზეა გაფორმებული იძლევა იმის საშუალებას, რომ შეფერხების შემთხვევაში ბანკმა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთროს. ეს შეიძლება მოგვარდეს საკანონდებლო ინიცირების გზით.


კომერსანტი



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები