კობა გვენეტაძე:აუცილებელია გაგრძელდეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და ლარიზაციის ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა

კობა გვენეტაძე:აუცილებელია გაგრძელდეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და ლარიზაციის ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა

access_time2018-04-16 12:53:52

„საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა  კრიტერიუმი, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით", - ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი პირველი მიმოხილვის დროს არსებულ პროგნოზებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

 

„ეკონომიკური ზრდა 2017 წელს უფრო მაღალი იყო ვიდრე ეს იყო ადრე პროგნოზირებადი, ასევ კარგი იქნება თუ მაღალი იქნება 2018 წელსაც. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი,ის 2017 წელს 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა რაც ძალიან მნშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ

 

 

პირველი ბანკირი ამბობს, რომ სებ-ის და სსფ-ს განხილვებისას მთავარი ფოკუსი ინფლაციაზე იყო მიმართული, რომელიც 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იყო (ერთჯერადი ფაქტორების გამო).

 

 


„2017 წელს ინფლაცია დროებით თარგეთს მაღლა შენარჩუნდა, რაც აქციზის გადასახადისა და იმპორტის ფასების ზრდას უკავშირდებოდა.როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც განვაცხადეთ, 2018 წელის დასაწყისში  ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ ნიშნულამდე - 3%-მდე. სსფ-ს პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს, 3%-თან ახლოს შენარჩუნდება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

 

მისი თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილეს ლარის მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზეც 

 

„სსფ-მ ხაზი გაუსვა მცურავი გაცვლითი რეჟიმის მნიშვნელობას ეკონომიკის საგარეო შოკებიდან დასაცავად. იქიდან გამომდინარე,  რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დონე ჯერ კიდევ  ჩამორჩება სავალუტო ფონდის კომპოზიტურ მაჩვენებელს,   აუცილებელია გავაგრძელოთ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და ამ მიმართულებით სრული ურთიერთგაგება გვაქვს სავალუტო ფონდის თანამშრომლებთან“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერება.

 

„2016 წლის ბოლოს გამოცხადებულმა ლარიზაციის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის ეტაპობრივ შემცირებას, თუმცა დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ

 

ბანკირი ამბობს, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მხარს უჭერს სებ-ის და მთავრობის ძალისხმევას დოლარიზაციის შემცირებისკენ და ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებს.

 

„სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ეროვნული ბანკის და მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ლარიზაციის ზრდისკენ.  ფონდის მისია ასევე მხარს უჭერს ფინანსური სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც მიმართულია ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს, რეგულირების და ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო მაკროპრუდენციული პოლიტიკის გააქტიურება, კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების შემოღება ბაზელ III ჩარჩოს ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ჯგუფებზე ზედამხედველობის განხორციელება, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობისა და რეგულირების გაძლიერება და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი აძლიერებს ფინანსური სექტორის მდგრადობას და მის უნარს უფრო გაუმჯობესდეს ფინანსური შუამავლობა”.- აცხადებს გვენეტაძე.

 

ავტორი : ბაჩო ადამია



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები