მამუკა ბახტაძე:  მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

access_time2018-04-16 12:03:55

ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური მიზნების მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ სსფ-ის  პროგრამის ფარგლებში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

 

როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს. 

 


„მსურს აღვნიშნო ის ძირითადი ფისკალური მიზნები, რომელიც დავისახეთ სსფ-სთან პროგრამის ფარგლებში. პირველი ესაა მიმდინარე ხარჯების კონტროლი, მეორე-კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და მესამე - დეფიციტის შემცირება. ამ მიზნებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მისი გაძლიერება და მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინკულზიური ზრდა, ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რაც წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

     

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა. 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები