დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

access_time2018-04-16 11:49:44

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა.   დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით,  ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც მატება 20 პროცენტს აღემატება.


ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე რეფორმებზე და ა.შ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. „სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით, მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები