საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას აფასებენ

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას აფასებენ

access_time2018-04-16 16:15:45

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებენ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს. „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ინოვაციებისა და გამჭირვალე სერვისების დანერგვით მუდმივად უმჯობესდება - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის შესყიდვების უფროსმა სპეციალისტმა ტანვირ ჰოსეინმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას.


მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემით 2014 წლიდან სარგებლობს და იყენებს დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საჭირო შესყიდვების განსახორციელებლად.


„მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ეფექტიანობა, გამჭირვალობა და ის სარგებელი, რომელსაც შემსყიდველი გადახდილი საფასურის სანაცვლოდ იღებს. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელებისა და საჯარო ფინანსების მართვის პროცესში, - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.


საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი. საკუთარ შეფასებაში იგი იმ მზაობაზე საუბრობს, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამჭირვალობის კუთხით.



„საგულისხმოა, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიღწევები და მზაობა, შესყიდვების ელექტრონული სისტემა გახდეს მეტად ეფექტური, გამჭირვალე. ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მქონე და ქვეყნის დინამიური ეკონომიკის პირობებში თანაბრად ხელმისაწვდომი მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოებისთვის, - აღნიშნა მან.


ასევე, პოზიტიურ შეფასებას აძლებს სააგენტოს მუშაობას ბრიტანული წამყვანი საერთაშორისო ალიანსი „Open Contracting Partnership. საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოშისაჯარო შესყიდვებში მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა მთავარ სტიმულს „Open Contracting Partnership(OCP) -ის დანერგვისთვის. „გატარებული რეფორმების შედეგადსაქართველოში შეიქმნა მონაცემების მართვის გასაოცარი შესაძლებლობა, რომელიც აადვილებს საჯარო შესყიდვების წარმართვის პროცესს და ხდის მას მეტად მიმზიდველს ბიზნესისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები