ირაკლი კოვზანაძე - ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ირაკლი კოვზანაძე - ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

access_time2018-04-16 11:19:37

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, პარლამენტის კომიტეტის წევრები და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლები  15  აპრილს ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაემგზავრნენ.

ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია აღნიშნული ქვეყნების აუდიტის სამსახურსა და საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრება და მათ საქმიანობას გაეცნობა.


ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან, ბელგიის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელებთან.



სპეციალურად ჩვენთვის გამართულ შეხვედრებზე გავეცნობით ჰოლანდიისა და ბელგიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მუშაობის პრაქტიკას, საგადასახადო შემოსავლების აუდიტისა და ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცესს, ყოველწლიური აუდიტის გეგმის მომზადებასა და იმპლემენტაციას, ასევე ევროპულ გამოცდილებას პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ურთიერთობების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ეფექტურად და სწორად მართვაში“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.


ქართულ დელეგაციაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან კომიტეტის წევრები - პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე, გია ბენაშვილი და ლელა ქებურია, ასევე გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ვიზიტი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“-  ფარგლებში ხორციელდება.

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები