მამუკა ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს

მამუკა ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს

access_time2018-04-16 08:50:00

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმედის კვირაში საბანკო სექტორის მისამართით არსებულ პრეტენზიებზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის მუშაობს და ეთანხმება მოსაზრებას, რომ აქამდე თამაშის წესები სამართლიანი არ იყო.

 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი რესურსი და მთავარი სიმდიდრე მოქალაქეები არიან, რომლებსაც აქვთ ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, ეკონომიკურად კონკურენტული იდეები და პროექტები. მაგრამ სხვადასხვა ბარიერის გამო ვერ ახორციელებენ მათ. თუ ამას მაკროეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა, მთავარი ბარიერი არის სასტარტო ფულის და კაპიტალის მკვეთრი დეფიციტი. შესაბამისად გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეს ბიზნესის დაწყება სურს, და ამის გაკეთება უწევს საკრედიტო რესურსით და იმ მაღალი პროცენტებით, რომლებიც საკრედიტო რესურსს მოყვება, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია.

 

სასტარტო კაპიტალის რეფორმის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ფინანსური სექტორის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად, ჩვენ შევქმნათ მექანიზები, მათი ნაწილი უკვე შექმნილია, რომლებიც საშუალებას მოგცემს ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი სიცოცხლე მივცეთ ისეთ პროექტებს, რომლებიც დღეს ვერ ხორციელდება, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ფინანსთა მინისტრის თქმით ხშირია შემთხვევები როცა ხდება გაკოტრებისათვის განწირული სესხების თავზე მოხვევა.

 

იმის მგივრად რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი და სიცოცხლის უნარიანი პროექტები, იქნას დაცული, ამ პროექტების ავტორების ინტერესები ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის, განწირული სესხების თავზე მოხვევა. არსებობს მძაფრი კითხვები  და ამ კითხვებს სჭიდება პასუხი. ხვალ მექნება შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და ბუნებრივია საუბარი იქნება საგნობრივი და პრინციპული, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


 

მინისტრმა გადაცემაში საუბრისას მოსახლეობის ჭარბვალიანობის დაბალანსების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით შესაძლოა კანონიც გამკაცრდეს.

 

 

აქვე მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ სრულიად ვიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომელების საზოგადოებაში ჭარბვალიანობის შესახებ საუბრობენ. სამწუხაროდ ეს ტენდენცია დაიწყო 2008 წლიდან და მოხდა ისე, რომ ეროვნულ ბანკიში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ აღმოიფხვრა. 2018 წლის 1 იანვრიდა შეიცვალა კანონმდებლობა, რომელმაც უნდა დააბალანსოს ჭარბვალიანობა მოსახლეობაში. თუ არ იქნება ეს საკმარისი შესაძლოა ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

ბახტაძის თქმით, ქართულ ეკონომიკაში გვაქვს ისეთი ფაქტორები, სადაც მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს. 

 

ჩვენი ბიუჯეტის 50% ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიიდან მიღებული შემოსავლებით. ას არის ძალინ მძიმე მემკვიდერეობა რომელიც გვერგო. რაც ნიშნავ, იმას რომ ჩვენს ეკომომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი არის ძალიან მაღალი, ხოლო საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები ნიშნავს ნაკლებეფექტურობას, ნიშნავს კონკურენციის დაბალ დონეს, გაზრდილ ხარჯებს და ხშირ შემთხვევაში ეს ნიშნავს სამეწარმეო სულისკვეთების შემცირებას და დაკნინებას. როდესაც ვსაუბრობ ბარიერებზე, აქ მხოლოდ კერძო სექტორი არ იგულისხმება, არის სახელმწიფო სექტორიც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

მამუკა ბახტაძემ საქართველოს საბანკო სისტემა გასულ კვირაში გააკრიტიკა. მინისტრმა პრობლემად დაასახელა მაღალპროცენტიანი სესხები, რაც მისი თქმით, მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას აფერხებს.



კომერსანტი






ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები