„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ ბრალდებებს უარყოფენ - როგორია მხარეთა არგუმენტები

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ ბრალდებებს უარყოფენ - როგორია მხარეთა არგუმენტები

access_time2018-04-16 10:30:00


რას პასუხობს კომპანია „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზაციას „შეაჩერე კორუცია“ და რატომ უწოდებს ამ პასუხს აბსურდულს მეორე მხარე? „კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. უცვლელად გთავაზობთ კომპანია „აწარმოე საქართველოს“ პასუხს, რის შემდეგაც შეგიძლიათ გაეცნოთ მეორე მხარის - ქეთევან ენუქიძის განმარტებას.


მოგესალმებით,


ვეხმაურებით სტატიას სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიაცია „შეაჩერე კორუფცია“ „აწარმოე საქართველოს“ ნეპოტიზმსა და არაკეთილსინდისიერ გარიგებებში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში მოყვანილია მცდარი ინფორმაცია კონკრეტულ საწარმოებზე. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველში“ ახორციელებს იგივე დასახელების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი. აღნიშნული კომპონენტის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების (სასტუმროების) შექმნისა და არსებული საწარმოს (სასტუმროების) გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
ზოგადი პირობები:


» იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი წარმოადგენს ახალ საწარმოს, იგი ვალდებულია წარმოების დაწყება განახორციელოს სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში, ხოლო არსებული ბიზნესის გაფართოების შემთხვევაში, დაიწყოს საწარმოო პროცესი სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.


ფინანსური მხარდაჭერის სქემა

» კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგანზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 24 თვის განმავლობაში


» სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა სესხის 50%-ის მოცულობით, პირველი 48 თვის განმავლობაში.
მოთხოვნები:

» სესხის მინიმუმ 80%-ის ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის მიმართვა, ხოლო მაქსიმუმ 20%-ის საბრუნავი საშუალებების შესაძენად


» წარმოების პროფილი უნდა შედიოდეს პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალში მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებსა და პირობებს. ამასთანავე, სტატიაში მოყვანილია მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან ოთხივე კომპანიაზე ნახსენებია, რომ სააგენტო აფინანსებს კონკრეტულ კომპანიებს. სახელმწიფო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება არა პირდაპირი გზით დაფინანსება, არამედ მხოლოდ კომპანიების მხრიდან მიღებული კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 24 თვის განმავლობაში.



1. კომპანია „სინენსი“ - არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხსენებულს არ მიუღია 1,200,000 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება. შპს სინენსმა ხელშეკრულება 21/02/2018 გააფორმა, შესაბამისად ჯერ არ განხორციელებულა კომერციული ბანკიდან გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისთვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვა. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა განისაზღვრება 1,200,000 ლარით.


2. შპს „პოლიმერ 1“ სააგენტოს 6 მლნ ლარით არ დაფუნანსებია. მსგავსი ფორმულირება არასწორია, ვინაიდან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო არ აფინანსებს საწარმოებს. აღნიშნულ კომპანიას სტანდარტულად აქვს აღებული სესხი კომერციული ბანკისგან, შესაბამისად სააგენტომ მოახდინა სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რის შედეგადაც, დღეის მდგომარეობით თანადაფინანსების სახით გაცემულია 309,343 ლარი.


3. რიგით მესამე კომპანია, მსგავსი დასახელებით „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ჩვენს ბაზაში საერთოდ არ იძებნება და შესაბამისად არ არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი.


4. შპს „ცხრაწყარო-2007“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, თუმცა კომპანიას არავითარი დაფინანსება არ მიუღია. კომპანიამ სტანდარტულად ისარგებლა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, მიიღო სესხი კომერციული ბანკისგან, ხოლო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების სახით გასცა მხოლოდ 109,146 ლარი.


სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სპეციფიკიდან გამომდინარე მორგებულია ბაზრის პრინციპებს, ხოლო პროგრამის ფარგლებში კომერციული სესხის და/ან ლიზინგის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის დისკრეციას. პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტი ორიენტირებულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სესხის მინიმალური მოცულობა განისაზღვრება 150,000 ლარით, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 5,000,000 ლარით.
მარტის თვის მდგომარეობით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტო მაქსიმალურად არის ორიენტირებული მხარდაჭერის მექანიზმების ინკლუზიურობის ხარისხის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ყველა მასშტაბის მეწარმე სუბიექტისთვის წარმოების ფაქტორებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან აქტიურად ხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ტიპის მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. მხოლოდ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2018 წლის მარტის თვის მონაცემებით სააგენტოს აწარმოე საქართველოში ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313 ბიზნეს პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდეა, ჯამში კი მხარდაჭერილია 8 412 ბენეფიციარი.


ამ პასუხს აბსურდულს უწოდებს ორგანიზაცია „შეაჩაერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ გასცემს როგორც იაფ სესხს, ასევე დაფინანსებასაც, თუმცა აქ მთავარი სხვა საკითხია. როგორც ენუქიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მთავრობა ხელს არ უწყობს ჯანსაღი კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, რადგან ეხმარება ისეთ მსხვილ ბიზნესებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ან ნათესაური კავშირით არიან დაახლოებულნი პოლიტიკურ ფიგურებთან ან ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.
„ეს პასუხი არის აბსურდი. აქ საუბარი არა თანხებზე, არამედ იმაზე, რომ „აწარმოე საქართველოში“ პრივილეგირებულ სიტუაციაში აყენებს ისეთ მსხვილ ბინზნესებს, რომელთა დამფუძნებლების სახელებს ისევ მთავრობის წევრებთან მივყავართ. არადა დემოკრატიული პრინციპის დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ხომ ნეპოტიზმის, პატრონაჟის და კრონიზმის, არ დაშვებაა. თუ ხელისუფლება ბიზნესის განითარებას უწყობს, ხელს მაშინ რატომ არ ეხმარება მაგალითად აჭარის რეგიონში იმ ბევრ ადამიანს, რომელთაც თავინთი კერძო სასტუმროები ბანკში აქვთ ჩადებული, გაკოტრების პირას არიან და მართლა დახმარება სჭირდება?! აი, ამიტომ ჩნდება კითხვები, რომელსაც ადკევატურ პასუხსაც ვერ სცემენ“,- განმარტავს ენუქიძე.


რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს, ქეთევან ენუქიძე განმარტავს, რომ მაგალითად „ტრი მედია ინტელიჯენსის“ შემთხვევაში მთავარი საკითხია „ტისუ პეიპერი“ - რეალური ბენეფიციარი, რომელსაც დამატებით ასევე ფლობს „ტრი მედია ინტელიჯენსი.“ ამ უკანასკნელმა კი ტენდერში იმდენად დაბალი ფასი აჩვენა, რომ სხვა კომპანია დისკვალიფიცრებულ იქნა. ზემოთ ნახსენები ორივე კომპანიის დამფუძნებლები კი გიორგი თევდორაშვილი და ზაზა ბუაძე არიან. როგორც ქეთევან ენუქიძე განმარტავს, ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავია, თუმცა გარდა ნეპოტიზმისა „აწარმოე საქართვლოში“ კონკრეტულ ბიზნესს ეხმარება სხვა ბიზნესში მოახდინოს სუბსიდირება და ამავე დროს დემპინგური ფასით კონკურენტებს ბაზარზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.


„აწარმოე საქართველოს“ პასუხში ფიგურირებს ასევე კომპანია „სინენსი“. თურმე მისდამი ბრალდებებიც არასწორია. აღნიშნული შეიძლება ჯერ არ დაუფინანსებიათ, მაგრამ ეს ინფორმაცია დევს მათ ოფიციალურ ვებ-გევრდზე და დღეს იქნება თუ ხვალ არ აქვს მნიშნელოვა ამას. ასევე არც ის არის საინტერესო, იაფ სესხს გასცემენ, პირდაპირ დააფინანსებენ თუ რაიმე მსგავსი. პრიორიტეტად რატომ არ ჰყავთ ისეთი კომპანიები, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემომწირველები ან მთავრობის წევრების ახლობლები, მაგრამ ნამდვილად საჭიროებდნენ დახმარებას. სწორედ ეს საკითხია სადავო და არა თანხების რაოდენობა ან ფულის გაცემის ხერხები“,- განმარტავს ენუქიძე.


ავტორი : სალომე ლემონჯავა






ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები