მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწევთ

მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწევთ

access_time2018-04-14 16:00:05

თბილისში, მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად, საბაგიროს ქვედა სადგურის, კერძოდ, “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი ცხოვრებლების გაყვანაა აუცილებელი.


როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსმა, ლაშა დალაქიშვილმა განუცხადა, მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დროებით დატოვებას და სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბრუნებას ვერ შეძლებს, რადგან სამშენებლო მოედანი სწორედ მათი სახლების ადგილას უნდა მოეწყოს. შესაბამისად, სპეციალური ნებართვის გარდა, სამუშაოების დასაწყებად, ადგილობრივების თანხმობაც საჭიროა, რის შემდეგაც ისინი, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დატოვებენ.


დალაქიშვილის განმარტებით, სახლების გამოსყიდვის შემდეგ, სამშენებლო მოედნის გაფართოების მიზნით, მათი დემონტაჟი განხორციელდება.


“იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვრებლები ადგილზე დარჩებიან, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, სამუშაოები ვერ დაიწყება. მშენებლობის პროცესში იქ არავინ უნდა იყოს. ჩვენი ინფორმაციით, მოსახლეობა თანახმაა, თუმცა ჯერჯერობით მათი უძრავი ქონების შეფასება მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ჩვენი დიალოგი უფრო კონსტრუქციული იქნება”, – აცხადებს მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსი.


ლაშა დალაქიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთაწმინდა მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება თანხმობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის გაყვანისა და ნებართვის საკითხები დაზუსტდება, სამუშაოები დაიწყება.


როგორც მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსმა განმარტა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია პროექტის ბიუჯეტი, რადგან კომპანია “დოპელმაიერისგან”, რომელსაც საბაგირო გზის მოწყობა დაუკვეთეს, საბოლოო ინვოისი ჯერ არ მიუღიათ.


დალაქიშვილის თქმით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილი, დაახლოებით, 4.2 მილიონ ლარს საჭიროებს.


აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზის თავდაპირველი მარშრუტი სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა იყო, თუმცა, შდემდეგ არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, მისი ქვედა სადგურის ლოკაციად სსიპ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა განისაზღვრა.


სამუშაოების შედეგად, ​თბილისში, აღნიშნული მიმართულებით, დაახლოებით, 980 მ-ის სიგრძის საბაგირო გზა გაკეთდება, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს.


“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, პროექტი 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს ითვალისწინებს. საბაგიროს გამტარუნარიანობა გათვლილია საათში 1100 კაცზე. გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ, 6 ადამიანზე გათვლილი. რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩაზე განთავსებულ ბეტონის კონსტრუქციას, დალაქიშვილის თქმით, ის 2017 წლის დეკემბერში აიღეს.




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები